ქალი და მამაკაცი ქალი და მამაკაცი 2012, 27 ოქტომბერი, 22:22 ქალისა და მამაკაცის დაპირისპირების თემა ალბათ მანამ იარსებებს სანამ ღმერთისგან ასე აქტიურად მოთხოვნილი მეტეორი არ დაგვეცემა და ყველას ერთად სადღაც შორს, შორს არ წაგვიყოლებს :))) ბევრს გაიგებთ, ბევრის პოზიციას მოისმენთ იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქალი რომელიც მანდილის ტარების ღირსია და როგორი უნდა იყოს მამაკაცი, მას რომ ამ სტატუსის ტარების უფლება ჰქონდეს. ამასწინათ სამარშუტო ტაქსში ორი ნასვამი ბიჭი ესაუბრებოდა ერთმანეთს, ერთი საკმაოდ ხმამაღლა ეუბნებოდა მეორეს რომ კაცობა "პრივილეგიაა" და კაცობა ყველაზე მაგარი რამ არის, მადლიერი იყო რომ კაცად დაიბადა და ამ სტატუსის ტარების შესაძლებლობა მიეცა. იქვე დასძენდა რომ კაცობა მხოლოდ შარვლის ტარებას არ ნიშნავს, თუმცა ვთვლი, რომ ამ 19 საუკუნის იდეოლოგიის მოწონებითა და გავრცელებით მისი კაცობა მხოლოდ შარვლის ტარებით გამოიხატებოდა. ბევრ მოსმენილ და "დაკანონებულ" აზრთაგან რამდენიმე მაინც გამორჩეულია და ამ არგუმენტებით მოაპელირე საზოგადოება ძალიან მაღიზიანებს. 1) კაცები ყოველთვის უფრო ჭკვიანები არიან !!! ამდენწლიანი ცხოვრების მანძილზე ერთადერთი რაშიც შეიძლება ითქვას რომ დარწმუნებული ვარ 100%-ით არის ინდივიდუალიზმი. არ აქვს მნიშვნელობა შენს სქესს. მე ვიცნობ უამრავ ქალს, რომელიც ძალიან ბევრ მამაკაცზე ჭკვიანია. ვიცნობ ძალიან ბევრ მამაკაცს, რომელიც ბევრ ჩემ ნაცნობ ქალზე ჭკვიანია, ასე რომ ეს წესები დაივიწყეთ და ყველაფერი ინდივიდუალურად შეაფასეთ. 2) ქორწინებამდე სექსი მხოლოდ კაცს შეუძლია ამ აზრის პოპულარობა დღითიდღე იზრდებოდა 19-20 საუკუნეებში და ახლაც დიდ პოპულარობას ჰპოვებს. მარტივად რომ გითხრათ ეს არის დიდი სისულელე . არც მორალური, არც ეკლესიური და არც სხვა თვალსაზრისით არსად არ არის ნათქვამი, რომ კაცმა აუცილებლად უნდა იაროს ქალებში (მარაზმი) ქალმა კი, მხოლოდ ქორწინების დროს, მისიონერულ პოზაში უნდა განვლოს თავისი სექსუალური ცხოვრება. თუ ამ საკითხს ეკლესიური თვალსაზრისით შევხედავთ ე.წ. მრუშობა ორივე სქესისათვის დაუშვებელია, ხოლო მორალური თვალსაზრისით ვიღაცის უფრო მაღალ ან დაბალ საფეხურზე დაყენება სისულელეა. არგუმენტი გასაღები, რომელიც ყველა კარს აღებს, კარგი გასაღებია, ხოლო კარი რომელსაც ყველა გასაღები ერგება ცუდი კარია არ არის სწორი. ამ არგუმენტის მქონე ადამიანები ნაკლებად ერკვევიან ამ ფრაზის ავტორის მიდგომაში ამ საკითხისადმი და ზერელედ შეფასებით საკუთარი თავის უცოდინარობას უსვამენ ხაზს. 3) შედი ქალო კუხნაში კიდევ ერთი და ყველაზე დისკრიმინაციული. უამრავი კაცი ფიქრობს რომ თუ ცოლი სახლში მოსულს იდაყვამდე ფქვილში ხელებმოსვრილი არ მოგესალმა როგორც კაცი ვერ შედექი. მე პირადად არ ვიმუშავებ მთელი ცხოვრება და სახლში მისული ცხელ სადილს არ ჩავთვლი ჩემი მეუღლის მთელ ოსტატობად. არ ვთვლი, რომ ვიღაცამ აუცილებლად უნდა იშრომოს, მეორემ კი ამ შრომის შედეგად სუპერმარკეტში შეძენილი პროდუქტები ვირტუოზული ოსტატობით ამზადოს. ყველაფერი თანაბრად უნდა გადაანაწილო. ეს სამი ყველაზე გავრცელებული შეხედულებაა (რაც მე მსმენია) და რა თქმა უნდა, თავადაც ხვდებით, რომ ამგვარი იდეოლოგია მხოლოდ საქართველოში და ჩადრით შემოსილი ქალები რომ ცხოვრობენ იმ ქვეყნებშია. 195 2-ს მოსწონს
|