72 წლის ბაბუა,ქალის კაბებს არეკლამებს...(ფოტო+ვიდეო)
2012, 23 ნოემბერი, 11:37
მთელი მსოფლიო შემოიარა 72 წლის იაპონელი მამაკაცის ლიუ სიანპინგის სურათებმა, სადაც იგი ქალის მოდურ ტანსაცმელს არეკლამებს.
ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც მისმა შვილიშვილმა ბაბუის სურათები ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ იაპონურ საიტზე განათავსა.ვითომ ხუმრობით გამოქვეყნებულმა სურათებმა მალევე დიდი პოპულარობა მოიპოვა.
სურათებზე იგი საკუთარი შვილიშვილის ტანსაცმელს ირგებდა მისივე თხოვნით.მიუხედავად იმისა, რომ ესეთი სტილი განკუთვნილია ახალგაზრდა ქალბატონებისთვის ლიუს იგი ძალიან მოუხდა და სურათებზეც მშვენივრად გამოიყურება. ექსპერტების თქმით ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ იგი გადაღებებისას ძალიან თავდაჯერებულია და დგომის მანერაც დახვეწილი აქვს.სწორედ ამ სურათებმა განაპირობა ის, რომ დღეისათვის შვილიშვილის კოლექცია გაცილებით პოპულარული და გაყიდვადია.