20 ნოემბერს სტამბული დიდი დღესასწაულისთვის ემზადებოდა. ქალაქი (ევროპული ნაწილი, აზიის მხარეს არ ვყოფილვარ) ყვითელ–წითლად თითქოს გადაღებულიყო. ყოველი ხუთიდან ოთხი მაინც გალათასარაის ფერებში იყო შემოსილი.
კარგადაა ცნობილი თურქი ფანების ზედმეტობები, რაზეც ბევრი ვისაუბრე ჩემს მასპინძელ გალათასარაის ფანთან. ის, ისევე როგორც ყველა ნორმალური გულშემატკივარი, გულწრფელად განიცდიდა წინა დღით მომხდარ ინციდენტს.
გალათასარაის ახალი სტადიონი აქვს, რომელშიც შეგიძლია პირდაპირ მეტროთი მოხვდე. თუმცა თუ გაგიმართლა და გადაჭედილ მეტროში შესვლა მოახერხე. სტადიონთან მისვლამდე გადაჭედილ მეტროს ვაგონში გალათასარაის ჰიმნი სრულდებოდა ბოლო შესაძლო ხმამდე. ზოგჯერ ზოგი ვაიფანი გალათასარაის ჰიმნს მანჩესტერზე გინებასაც მიაყოლებდა, რაც ყველაზე მეტად მხვდებოდა გულზე...
სტადიონი ბოლომდე გადაჭედილია, გარდა მანჩესტერის ფანებისთვის გამოყოფილი მცირე ადგილისა, რომელიც მხოლოდ მესამედით იყო შევსილი.
მთელი თამაში მიდის ყიჟინისა და სტვენის ფონზე. ზოგჯერ ფიქრობ კიდეც.რომ ბურთი სულ გალათასარაის ჰქონდეს, იმდენად გამაყრუებელი ხმაური იწყებოდა როგორც კი მანკი მიიღებდა ბურთს.
თამაში ალბათ ყველამ ნახეთ და მასზე არაფერს აღარ ვიტყვი. უბრალოდ, ცოტა გამართლება რომ ყოფილიყო, მანჩესტერელ "ბავშვებს" შეეძლოთ "თურქ ტელეკომ არენაზე" დაემარცხებინათ მასპინძლები.
მატჩის დასრულების შემდეგ მთელი სტამბული დღესასწაულობდა. ასე გაგრძელდა მეორე დღესაც, აეროპორტშიც კი, სადაც ძალიან ბევრი მგზავრი გალათასარაის ფერებში იყო გამოწყობილი.
აეროპორტის დიუტი ფრიში მანჩესტერის ფანსაც გადავაწყდი, რომელსაც ჩემთან გასაუბრების სურვილი დიდად არ გამოუჩენია. იქნება იფიქრა, მეც თურქი ვიყავი, ჩემი ინგლისურიდან გამომდინარე.
მთავარი მიზანი შევისრულე, ვნახე მანჩესტერის მომავალი თაობა საქმეში და ყველაზე მნიშვნელოვანი, ვნახე ცოცხალი ლეგენდა – სერ ალექს ფერგიუსონი. ცოტა კი გამიტყდა, გიგზის და სქოულზის ნახვის სურვილი ძალიან მქონდა.
მიუხედავად წაგებისა, თამაშის შემდეგ ცუდ ხასიათზე არ ვყოფილვარ. ალბათ იმიტომაც, რომ მოგება იმ მატჩში არ იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი.
Glory, Glory ManUnited!
ბათუმი – სტამბული – ბათუმი
20–21 ნოემბერი 2012 წელი