სხვა მშობიარობის შიში... 2012, 13 აპრილი, 10:09
რა თქმა უნდა, ამ დროისათვის ბევრი ქალბატონი ორსულობის უკანასკნელ თვეებში იმყოფება და ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრ მათგანს მშობიარობის სერიოზულად ეშინია. მათ აშინებთ მოსალოდნელი ტკივილი, გაურკვევლობა, მშობიარობის დროს განცდილი შესაძლო მარტოობა და სხვა ფაქტორები. თავის მხრივ, ორსულობა ერთ–ერთი ყველაზე ნათელი პერიოდია ნებისმიერი ქალბატონის ცხოვრებაში. მშობიარობის შიში მათაც აქვთ ვინც პირველად მშობიარობს და მათაც ვინც მეორე ან მესამე ბავშვს აჩენს. თუმცა ეს შიში განსაკუთრებით მძაფრი პირველი ორსულობის დროს არის. აღნიშნულმა შიშებმა შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. ეს შეიძლება ჩანასახის განუვითარებლობისა და სხვადასხვა დაავადებების მიზეზი გახდეს. მსგავსი დამოკიდებულება კი გარკვეულწილად აუცილებლად გამოიწვევს გართულებებს მშობიარობის დროს. თუ ქალი შიშს განიცდის, მაშინ მას ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა მარტოს ნამდვილად გაუჭირდება. თავდაპირველად კარგად უნდა დაფიქრდეს და არსებულ ზოგად შიშს კონკრეტული მიზეზი მოუძებნოს. ორსულს კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ის რასაც თავად განიცდის, ნაყოფიც ანალოგიურად გრძნობს თავს. ასეთი სერიოზული და მუდმივი შიშის დროს კი ნაყოფი მუდმივად აფორიაქებულია. ასეთი სიტუაცია კი უარყოფით გავლენას იქონიებს მის ნერვულ სისტემაზე. ამ შიშების დაყოფა კი რამდენიმე ეტაპად არის შესაძლებელი. პირველ რიგში შიში უცნობი სიტუაციისადმი. ამ ტიპს შესაძლოა ყველაზე გავრცელებული ვუწოდოთ. ამ შემთხვევაში მომავალი დედა ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაარკვევს შიშის მიზეზს. სწავლულების მიერ სრულიად არ არის შესწავლილი თავად მშობიარობის პროცესი, მაგრამ ფეხმძიმეს შეუძლია იმისგან გაიგოს გარკვეული საკითხები, ვისაც უკვე გამოცდილი აქვს აღნიშნული ვითარება. ორსულს შეუძლია იკითხოს ყველაფერი, რაც მშობიარობასთან დაკავშირებით აინტერესებს. მეორე ტიპი ტკივილისადმი შიშია. ზოგიერთი ორსულისთვის ყველაზე სუსტი სახის ტკივილიც კი უბრალოდ აუტანელია. ამ შემთხვევაში ორსულს ფსიქოლოგი აუცილებლად დაეხმარება. თუმცა, არაფერი გამოვა, თუ თავად ფეხმძიმე ქალბატონი არ ეცდება თავად შთააგონოს საკუთარ თავს, რომ ეს უბრალო ფობიაა და არა რეალური პრობლემა. ასეთ სიტუაციებში ორსულს ძალიან ეხმარება ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან და ახლობლებთან ურთიერთობა. მესამე ტიპის შიშს მარტოობა განეკუთვნება. ახლობელმა ადამიანებმა მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი ორსულს, რომ თავი მარტო არ იგრძნოს. ეს ყველაფერი არის დეპრესიის სერიოზული მიზეზი. ყველაფერთან ერთად ქალი უნდა ცდილობდეს გარშემომყოფებთან ურთიერთობას. ამ სამივე ტიპის შიშის გადაჭრის საუკეთესო „წამალი“ კი მშობიარობის დროს ქალბატონის გვერდით, სამშობიარო ბლოკში ბავშვის მამის ყოფნაა. ამან შესაძლოა დიდი რეზონანსი გამოიწვიოს, მაგრამ მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული კვლევებისა და გამოკითხვების თანახმად, ძლიერი სქესის წარმომადგენლის დასწრება და ქალბატონის გამხნევება ყოველგვარი შიშის მივიწყების გარანტია! 164 3-ს მოსწონს
|