სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ღამის განმავლობაში ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის შედეგად გათავისუფლებული და პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ყველა პატიმარი დატოვებს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ინფორმაციით, დილამდე ყველა შეწყალებული თუ გათავისუფლებული პატიმარი საკუთარ ოჯახს დაუბრუნდება.
როგორც ცნობილია, ე.წ უდო-ს კომისიის გადაწყვეტილებით, 115 პატიმარი გათავისუფლდა, ხოლო პრეზიდენტმა გიორგობასთან დაკავშირებით 519 პატიმარი შეიწყალა.