სხვა გჯერათ უცხოპლანეტელების არსებობის? 2012, 22 ნოემბერი, 23:15 მე პირადად მჯერა მათი არსებობის, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არ მინახია მათი არსებობის დამადასტურებელი ფაქტები. იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ჩვენი მზის სისტემა ჯერ მარტო ჩვენს გალაქტიკაში არ არის ერთადერთი სისტემა, ხოლო სამყაროში ჩვენი მსგავსი გალაქტიკები უამრავია აქედან ვასკვნი კიდე უფრო ბევრი და ლოგიკულიცაა ივარაუდო ის რომ შეიძლება ისინი არსებობენ. ჯერ ეგერთი იმიტომ რომ სამყარო უსასრულოა და შეიძლება უამრავი კოსმიურუ ცივილიზაცია არსებობდეს ზოგი ჩვენზე განვითარებულია, ზოგი კი ჩვენი მსგავსი, ზოგიც უფრო ჩამორჩენილნი. ვფიქრობ რომ არ მგონია უცხოპლანეტელები თუ ოდესმე გამოვლენ კავშირზე ისინი კარგი საქმისთვის გამოვიდნენ კავშირზე მათ ალბათ ჩვენი რესურსები უფრო დააინტერესებთ მითუმეტეს რომ დედამიწა შეუდარებლად ლამაზი პლანეტაა და ყველაფერია იმისთვის რომ მათ აქ კოლონიების დაარსება გადაწყვიტონ და ჩვენ ომი გამოგვიცხადონ. ერთი სიტყვით ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ რათა თუ ასეთი რამ ოდესმე მოხდება და ისინი არა სამეგობროდ არამედ ჩვენს გასანადგურებლად მოვლენ მზად ვიყოთ დავიცვათ ჩვენი მიწა სადაც ადამიანი ორმილიონ ნახევარი წელია ცხოვრობს და გაუწიოთ სათანადო წინააღმდეგობა რათა არ გაგვანადგურონ . 147 2-ს მოსწონს
|