სხვა როგორ მოვკლათ კარიერა? 2012, 22 ნოემბერი, 20:49 ![]() 2)უარი თქვით "სასარგებო ნაცნობობებზე". მათი დანიშნულება კარიერული წინსვლაა. თქვენ, ხომ ეგ არ გჭირდებათ. 3)დარეგისტრირდით ყველა სოციალურ ქსელში და დააყენეთ თქვენს სამუშაო კომპიუტერზე ონლაინ თამაში. აუცილებლად ითამაშეთ სამუშაო დროს. შეეცადეთ, რომ ამ დროს ხელმძღვანელობამ შემოგისწროთ. თუ ეს შეუძლებელია არაუშავს, ხომ არსებობებ "ყურადღებიანი" თანამშრომლები. 4)ძალიან კარგი იქნება თუ სოციალურ ქსელებში დაიწყებთ ხელმძღვანელობის გაკრიტიკებას და გამოთქვამთ თქვენს უკმაყოფილებას. 5)გამოხატეთ მუდმივი უკმაყოფილება ხელფასით, თანამშრომლებით და სამუშაო გარემოთი. გახსოვდეთ ამან ხელმძღვანელობამდე უნდა მიაღწიოს. 6)რეგულარულად დააგვიანეთ სამსახურში და ეცადეთ ადრე წახვიდეთ სამსახურიდან. 7)რაც შეიძლება მეტი დაპირება მიეცით ხელმძღვანელობას და რაც შეიძლება ნაკლები შეასრულეთ. 8)სამსახურში ისე მოიქეცით, როგორც საკუთარ სახლში. ხმამაღლა ილაპარაკეთ, იჭორავეთ. მუდამ იწუწუნეთ პირად პრობლემებზე. 9)და ბოლო: გამოიყენეთ კორპორატიული წვეულებები თქვენს სასარგებლოდ. დათვერით პულსის დაკარგვამდე-ეს აუცილებლად გამოიღებს საჭირო ეფექტს. მიყევით ამ რჩევებს და თქვენ აუცილებლად შეაჩერებთ თქვენს კარიერულ წინსვას. შესაძლოა სამუდამოდაც. 30 4-ს მოსწონს
|