x
image
ტორნადო07
როგორ ამოვიცნოთ ტყუილი?
imageსტატიაში წარმოდგენილი ტყუილის ამოცნობის მეთოდები სასარგებლო იქნება ხელმძღვანელებისთვის, დამსაქმებლებისათვის და უბრალოდ გამოგადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგრამ გახსოვდეთ ზოგჯერ უმეცრება ბედნიერებაა. მაშ ასე დავიწყოთ.

გარეგანი მახასითებლები: მატყუარას საუბარს, როგორც წესი თან ერთვის:

ნერვიული ხველება;

მთქნარება;


თვალების ფახური;

ხმის კანკალი;

სახის ფერის ცვლილება;

მძიმე სუნთქვა;

ტუჩების სიმშრალე;

ოფლის წვეთები;

ჟესტიკულაცია, სხეულის ენა:

მატყუარას ჟესტებს თავდაჯერებულობა აკლია.

გაურბის თვალებით კონტაქტს.

ტყუილის თქმისას მუდამ ეხება თავის კისერს, სახეს, ტუჩებს და ა.შ ამასთან არ ეხება მკერდს გულის მხარეს.

როდესაც ადამიანი იტყუება მისი ჟესტიკულაცია ჩქარი და არაბუნებრივი ხდება. ის ისწორებს ტანსაცმელს, აწვალებს ტანსაცმლის ბოლოებს, ხელებს ისრესს, თმებს ისწორებს.

ჟესტებისა და ემოციების უთანხმოება:

კითხვის დასმის შემდეგ პირველ წამს ადამიანის სახე გამოხატავს იმას, რასაც ის რეალურად ფიქრობს. თუ ადამიანის სახე გაკვირვებას და შიშს გამოხატავს, ხოლო ის თავის თავდაჯერებულობაზე საუბრობს ღირს ამას ყურადღება მიაქციოთ.

თუ ჟესტიკულაციის სიჩქარე შენელდა, სავარაუდოდ ადამიანი პასუხზე ფიქრობს.

ტყუილს თან ახლავს უთანხმოება ჟესტებსა და საუბარს შორის (თავის დაკვრა უარყოფითი პასუხისას და ა.შ).

ურთიერთქმედება:

ადამიანი, რომელიც იტყუება თავდაცვით პოზიციას იჭერს, ხოლო ადამიანი, რომელიც სიმართლეს ამბობს შეტევაში მოდის.

მატყუარა თავს არაკომფორტულად გრძნობს, როდესაც იტყუება. ის შეიძლება სხვა მხარეს შეტრიალდეს ან დროებით გავიდეს თავენი თვალთახედვიდან (მიეყრდნოს კარადას, თან თითქმის დაიმალოს მის უკან, სავარძელში ქვევით ჩახოხდეს და ა.შ).

მატყუარამ შეიძლება თქვენს შორის გაუცნობიერებლად მოათავსოს უცხო ობიექტი, წიგნი, ყავის ფინჯანი ან სხვა.

საუბარი:

პასუხისას მატყუარა ხშირად იყენებს თქვენს მიერ წარმოტქმულ სიტყვებს. "ეს შენ შეჭამე ბოლო შოკოლადი?" "არა მე არ შემიჭმია ბოლო შოკოლადი".

მატყუარა პასუხს შემოკლებული ფორმით იძლევა. "მე არა", იმის მაგივრად რომ უპასუხოს "ეს მე არ გამიკეთებია".

თავს არიდებს პირდაპირ პასუხს, იძლევა სხვადასხვა მინიშნებას იმის მაგივრად, რომ პირდაპირ გიპასუხოს.

მატყუარა ამატებს სხვადასხვა დეტალებს იმისათვის, რომ დაგარწმუნოთ სიმართლეში. არ ჩუმდება და ცდილობს პაუზები არ გააკეთოს.

მატყუარა ხშირად კარგავს კონტროლს თავისი ხმის ტემბრსა და ტონალობაზე.

საუბრობს დამახინჯებულად. განსაკუთრებით ირღვევა სინტაქსი და გრამატიკა.

სხვა ნიშნები:

თუ თვლით, რომ ვინმე გატყუებთ შეცვალეთ საუბრის თემა. მატყუარა დამშვიდდება. თუ ადამიანი არ იტყუება ის შეეცდება წინა თემა დაასრულოს.

მატყუარა ადამიანი საუბრისას დიდი ოდენობით იყენებს იუმორსა და სარკაზმს.


რაც მთავარია დაიმახსოვრეთ: ამ ნიშნებიდან, რომელიმეს არსებობა ადამიანს მატყუარად არ აქცევს. ამიტომ ნუ იჩქარებთ შეადარეთ ეს ნიშნები მის ჩვეულებრივ ქცევას.

19
659
8-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
659
  
2012, 22 ნოემბერი, 21:15
ვისთვის, როგორ უბრალოდ როდესაც ადამიანი იტყუება ცდილობს დიდი ხანი არ გააგრძელოს ტყუილი რადგან დისკომფორტს განიცდის და სიხარულით ხვდება სხვა თემას
2012, 22 ნოემბერი, 21:10
ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო ხო? :D
2012, 22 ნოემბერი, 21:08
აფერისტი არ მგონიხარ,მაგრამ თავს რო იმართლებ ეგ მირევს გონებას:DD
2012, 22 ნოემბერი, 21:04
დაგეთანხმები ..მაგრამ თვალთმაქცობით თუ ნამდვილად,მაგას მამაკაცური ლოღიკით ჩაწვდი თვითონ:D:
2012, 22 ნოემბერი, 20:58
თუ თვლით, რომ ვინმე გატყუებთ შეცვალეთ საუბრის თემა. მატყუარა დამშვიდდება.

ამაში ვერ დაგეთანხმები მაინცდამაინც ) სახლში ბევრჯერ მომიტყუებია ,აფირისტი არ გეგონოთ )) ზოგი ტყუილი სიმართლეს ჯობია უბრალოდ ( რო არ ინერვიულონ და ა.შ. ბიჭი ხარ და გაიგებ :) ) და როცა "დამწვავდნენ" ტყულზე და თავს გავიმართლებდი და სხვა თემაზე გადადიოდნენ პირიქით ვუბრუნდებოდი თემას რომ კიდევ გამემტკიცებინა ჩემი "სიმართლე" ))
2012, 22 ნოემბერი, 20:54
სხვისი არ ვიცი მაგრამ მე მეღიმება ხოლმე:)
2012, 22 ნოემბერი, 20:53
ნუ მითრევ კამათში:D
2012, 22 ნოემბერი, 20:51
ანუ დავამატო ეს? თუ ქალი იცინის ესეიგი იტყუება?
2012, 22 ნოემბერი, 20:51
ქალები, რომ საუკეთესო მატყუარები ხართ ამაში არ დამეთანხმები? :))) მამაკაცებს თავბრუს გვახვეთ და ხართ რა ერთ ამბავში :D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10