ალექსანდრე ქართველიშვილი ამერიკული ავიაციის ერთ_ერთი ფუძემდებელია. როგორც ირკვევა, მეცნიერს რუზველტზე დიდი დაცვა ჰყოლია.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქართველიშვილმა ისეთი ცნობილი თვითმფრინავები შექმნა, როგორიც არის – F-84, F-105, F-84 და ბევრი სხვა. საბჭოთაკავშირის დაშლის შემდეგ, მაშინ როცა კაკებეს გასაიდუმლოებული წერილები გაიშიფრა, აღმოჩნდა რომ ყველაზე მეტად ქართველის დაპროექტებული სამხედრო გამანადგურებელის ეშინოდათ.
მისი ცხოვრების უცნობ დეტალებს ამერიკაში მცხოვრები ქართველი რამაზ ბლუიშვილი წელიწად-ნახევარია, იკვლევს. მან პენტაგონისა და “ნასას” არქივებშიც კი შეაღწია.
საინტერესო ისტორიას წავაწყდი ერთ-ერთ საიტზე. რომელიც ერთ-ერთ ქართველს გადახდა თავს, როცა ის ესწრებოდა ავიაშოუს დეტროიდში.
“აგვისტოს მოვლენების დროს ქალაქ დეტროიდში ვიყავი, ამერიკაში ყველაზე დიდ ავიაშოუზე, რომელიც ალექსანდრე ქართველის მიერ შექმნილ თვითმფრინავებს ეძღვნებოდა. შოუს მეორე დღეს უკვე ყველამ იცოდა, რომ საქართველოდან ვიყავი და საყოველთაო ყურადღების ცენტრშიც მოვექეცი. მე კი ალექსანდრეს შექმნილ თვითმფრინავთან ვიდექი და მხოლოდ მოგვიანებით შევნიშნე ფიქრებიდან გამორკვეულმა, წელში მოხრილი მოხუცი მამაკაცი, რომელიც თვალს არ აცილებდა ჩემს წინ მდგარ თვითმფრინავს. ვკითხე, თუ იცით, ვისი შექმნილია ეს თვითმფრინავი-მეთქი? მოხუცი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე მფრინავი აღმოჩნდა, ქართველის შექმნილი თვითმფრინავის ერთ-ერთი პილოტი.
მე ვკითხე იცით ვისი შექმნილია ეს თვითმფრინავი.
- რა თქმა უნდა, ვიცი! მისი შემქმნელია ალექსანდრე ქართველი, ის დიდი რუსი დიზაინერი იყო.
პასუხის მოსმენისას გული შემეკუმშა და სწრაფად შევუსწორე: მართალია, ალექსანდრე ქართველის გამოგონებაა ეს თვითმფრინავი, მაგრამ ის რუსი არ იყო, ქართველი ქართველია-მეთქი.
არასდროს დამავიწყდება იმ მოხუცის თვალები, წელში გაიმართა, თავი ამაყად ასწია და სიხარულნარევი ხმით მითხრა: ამ თვითმფრინავზე მეტად არაფერი მყვარებია ცხოვრებაში, მხოლოდ ერთადერთი რამ მაწუხებდა, რუსის შექმნილი რომ იყო და რაკი ეს ტყუილი აღმოჩნდა, შენ გაიხარე, ახლა ამაზეც აღარ მექნება საფიქრალიო." აი, ასეთია მისი ისტორია, უცნობი გმირის – ალექსანდრე ქართველის…