x
image
cindarella
წყალ-ხმელეთა მანქანა გამოიგონეს!!!
image
მსოფლიოში პირველი წყალქვეშა მანქანა sQuba შეიქმნა Rinspeed-ის დიზაინით.

image

Rinspeed არის შვეიცარიაში დაფუძნებული ავტომობილების მწარმოებელი ფირმა, რომელიც დაარსდა 1979 წელს Frank Rinderknecht-ის მიერ.ფირმას გადაკეთებული ყავს ისეთი კლასიკური, მოდერნიზებული და თანამედროვე მანქანები, როგორებიცაა პორშე და სუბარუ.ყოველწლიურად ისინი შეიმუშავებენ ეგზოტიკურ კონცეფციას ჟენევის ავტო შოუსთვის.


image
sQuba-ს დებიუტი 2008 წელს ჟენევაში გამართულ ავტოშოუში შედგა.ავტოსალონზე დამონტაჟებული Lotus Elise-ს ბირთვით ის არის მსოფლიოში პირველი მანქანა, რომლის ტარებაც შეიძლება როგორც ხმელეთზე, ასევე წყალშიაც.

Rinspeed-ის დამფუძნებელ და აღმასრულებელ დირექტორს Frank M. Rinderknecht-ს sQuba-ს კონცეფციის მანქანა შთააგონა 1977 წელს გადაღებულმა James Bond-ის ფილმა “Spy who loved me". James Bond-ი მართავდა ანიმაციურ Lotus Esprit-ს კინოში. Rinspeed-ის დამფუძნებელს სურდა შეექმნა ისეთი ავტომანქანა, რომელიც წყლის ქვეშ ისე შეძლებდა გადაადგილებას, როგორც წყალქვეშა ნავი.სურვილის შესრულებისათვისა და განხორციელებისათვის მას 30 წელი დასჭირდა.

image
sQuba-ს მოიხსენიებენ, როგორც პირველ რეალურ წყალქვეშა მანქანას.მას აქვს 3 ელექტრო-ძრავი:ერთი ხმელეთზე, დანარჩენი კი წყლის ქვეშ სატარებლად.მას შეუძლია ჩაყვინთოს 10 მეტრის სიღრმეზე წყალში.მისი მაქსიმალური სიჩქარე ხმელეთზე არის 120 კმ/სთ, წყლის ზედაპირზე 6 კმ/სთ, ხოლო წყლის სიღრმეში 3კმ/სთ.

Rinspeed-ის მიხედვით, sQuba ისეა შექმნილი, რომ მისი ღია სალონიდან, საგანგებო სიტუაციის შექმნის შემთხვევაში ადვილი იყოს გაქცევა.

image

image

1
153
6-ს მოსწონს
ავტორი:cindarella
cindarella
153
  
2012, 22 ნოემბერი, 1:52
ვიდეო იხილეთ ამ ლინკზე: http://intermedia.ge/vid/141769-წყალ-ხმელეთა-მანქანა/
0 1 1