x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139079
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
ალადიკები (ილუსტრაციებით)
imageრა ჯობია დილით უგემრიელესი ალადიკების მირთმევას?!იდეალურია პატარებისთვის ჩაისთან ან კაკაოსთან რომ მიირთვან, ისინი კმაყოფილები დარჩებიან!ალადიკების მომზადება ძალიან მარტივია.
მასალა: 2 კვერცხი, 200-250 გრ ფქვილი, 5 ს/კ შაქარი, 1 ჩ/კ სოდა, 1 ჩ/კ მარილი, 500 მლ კეფირი, ან მაწონი(გამოდგება ამჯავებულიც), ზეთი.
1. კვერცხი ავთქვიფოთ შქართან და მარილთან ერთად, დავამატოთ კეფირი(მაწონი).აურიოთ
2.მიუმატოთ სოდა და ფქვილი ნელ-ნელა, ჩავზილოთ.
3.გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე დავასხათ ალადიკები(სუფრის კოვზით მაგალითად).გადმოვატრიალოთ, შევწვათ ოქროს ფერის მიღებამდე.
image

სუფრაზე შეგიძლიათ მიიტანოთ მარწყვთან ერთად, მალინასთან, ბანანთან, არაჯანთან,
თაფლთან, ჯემთან ან მურაბასთან!ეს თქვენ გემოვნებაზეა დამოკიდებული!გემრიელად მიირთვით!


1
13263
11-ს მოსწონს
ავტორი:Leo
Leo
13263
  
2014, 2 ივნისი, 22:56
გემრიელი გამოვიდა, სულ ოდნავ მლაშე მომეჩვენა, მგონი 1 ჩ/კ მარილი ოდნავ ბევრია :)
0 1 1