საზოგადოება ჭვარტლით გაკეთებული ტატუ 2012, 21 ნოემბერი, 22:29 ძნელია იმის თქმა, ზუსტად როდის დაიწყო ადამიანმა სხეულის მოხატვა, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებითაა ცნობილი: ტატუირების ისტორია 4000 წელს მაინც ითვლის. ყველაზე ძველი ტატუირება ეგვიპტის პირამიდების გათხრების დროსაა აღმოჩენილი.
ძველ დროში ტატუირებისას, კანს მსხვილი ნემსებით ხვრეტდნენ, ამა თუ იმ ფერის მისაცემად კი გამოიყენებოდა ყველაფერი, რაც კი ადამიანს პირდაპირი გაგებით ხელთ მოხვდებოდა: ჭვარტლით დაწყებული და სხვადასხვა ბუნებრივი საღებავებით დამთავრებული ამ მასას კი პირდაპირ ჭრილობაში უშვებდნენ. რომაელები ტატუირებას მონებსა და ბანდიტებზე დაღდასასმელად იყენებდნენ, მაშინ როდესაც იაპონელი აბორიგენი ქალები სახეზე გაკეთებული ტატუირებით ოჯახურ მდგომარეობას გამოსახავდნენ: იყო თუ არა მანდილოსანი გათხოვილი და რამდენი შვილი ჰყავდა. ტატუირების ევროპაში დაბრუნებაში დიდი წვლილი მიუძღვის კარგად ცნობილ კაპიტანს - ჯეიმს კუკს. 1769 წელს მოგზაურობიდან დაბრუნებულმა კაპიტანმა, ტაიტიდან უამრავი მოსვირინგებული პოლინეზიელები ჩამოიყვანა, რომლებიც ცოცხალი ტატუს პირველ გალერიად იქცნენ. ტატუირებამ საქართველოშიც მალე მოიპოვა პოპულარობა, სხეულს ცნობილი ადამიანებიც სიამოვნებით იხატავდნენ. 153 5-ს მოსწონს
|