მსოფლიოს საუკეთესო ციხე.
თავის დროზე გამოვაქვეყნე სტატია"მსოფლიოს ყველაზე საშინელი ციხეები" და შეგპირდით, რომ მომავალში აუცილებლად გამოვაქვეყნებდი ინფორმაციას საუკეთესო ციხეზე. ეს ციხე ნორვეგიაში მდებარეობს, აშენებულია 2010 წელს, საპყრობილეში, რომლის სახელიც "ჰალდენია" ყველაზე საშიში დამნაშავეები იხდიან სასჯელს.ნორვეგიის კანონების მიხედვით მაქსიმალური სასჯელი 21 წელია.იტალიელმა ფოტოგრაფმა გუგუ ფაშინომ (Gughi Fassino) სამი დღე გაატარა იმ ციხეში, რომელიც ყველაზე ჰუმანურად და კომფორტულად ითვლება მთელს მსოფლიოში.ამ ციხეში სასჯელმოხდილი პატიმარების 20% 2 წლის შემდეგ ხელმეორედ ხვდება ხოლმე "ჰალდენის" საპატიმროში, რაც 3-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სხვა ევროპის ქვეყნებში.
ერთადგილიანი კამერა, ტელევიზორით და მაცივრით ნორვეგიის ბიუჯეტს წელიწადში 185 ათასი $ უჯდება.
ციხის გარშემო 30 ჰექტარი ტყეა, სადაც პატიმრებს შეუძლიათ ისეირნონ ზედამხედველის გარეშე.
ყოველდღიურად პატიმრებს შეუძლიათ 1.5 საათი გაატარონ საცურაო აუზში და სპორტდარბაზში.
პატიმრებს ემსახურება სუპერმარკეტი, მათ კვირაში ერთხელ შეუძლიათ ივაჭრონ.
პატიმრის ხელფასი დღეში 9$-ია.
პატიმარს შეუძლია თავისთვის მოიმზადოს სადილი თავისი გემოვნებით, ამისთვის კულინარიული წიგნებიც შეუძლია მოიხმაროს.
კამერაში ყოფნა საღამოს 8:30-იდან დილის 7:30-მდეა სავალდებულო, დანარჩენი დრო პატიმარს შეუძლია იმუშაოს(სავალდებულო არ არის) ან კიდევ რაიმე სხვა რამით დაკავდეს.
პატიმარს შეუძლია კვირაში სამჯერ ესაუბროს ოჯახს, ხოლო კვირაში ერთხელ პაემნისთვის ცალკე კოტეჯი აქვთ გამოყოფილი.
თუ პატიმარი ხელოვანია, ვთქვათ მუსიკოსი ან მუსიკოსობა სურს, არც მაგაზე დაგწყვიტავენ გულს, ციხეს თავის მუსიკალური სტუდია აქვს.