საზოგადოება ცხოვრების მთავარი წესები,რომელიც უნდა იცოდეს ყველამ 2012, 13 აპრილი, 0:59 ყოველთვის ეცადე იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ და არა ის, ვინც უნდათ რომ იყო.....
გიყვარდეს ის, ვინც მართლა გულით გიყვარს და არა ის, ვისაც უნდა რომ გულით უყვარდე...
კეთილი საქმისთვის სამაგიერო არ მოითხოვო, რადგან სიკეთე მზესავითაა, ანათებს და ათბობს...
თუ სიყვარული დაგტოვებს, არ გაეკიდო, რადგან არ ყვარებიხარ ისე, როგორც იმსახურებდი...
უერთგულე იმას, ვინც მართლა ერთგულების ღირსია და არა იმას, ვინც გეფიცება... რთულ და გადამწყვეტ მომენტში ცივი გონებით განსაჯე, რადგან მრისხანებამ შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა დაგაშვებინოს... დაიჯერე ის რასაც შენი თვალით ნახავ და არა ის, რაც უნდათ რომ დაიჯერო... დააფასე ის, რაც გაქვს დღეს, რადგან არავინ იცის რა იქნება ხვალ... არ ეკამათო იმას, ვისაც შენი არ ესმის, რადგან ჭეშმარიტება კამათში არ იბადება... არასოდეს არ თქვა, რომ უფალი შენთან არაა, არამედ ილოცე, რომ ის მუდამ შენთან იყოს!... და ბოლოს..თუ ყველაფერ ამას შესძლებ...ჩათვალე, რომ შენი მოსვლა ამ ქვეყნად ნამდვილად ღირდა! 84 შეფასება არ არის
|