საზოგადოება როგორ ხარ?-რავი... 2012, 9 დეკემბერი, 13:42 თუ დაუკვირდით, ჩვენი ახლაგაზრდების ყველაზე პოპულარული სიტყვაა-"რავი". როგორ ხარ?-რავი.რას შვრები?-რავი. მოკლედ, ყველაზე ხშირად ვხმარობთ ამ სიტყვას.ერთმა ძალიან ცნობილმა ადამიანმა(სახელსა და გვარს არ დავასახელებ)ეს ახსნა, როგორც ჩვენი თაობის გაუნათლებლობა. ამ განუმეორებელი სიტყვის ხშირად თმა კი დააბრალა ჩვენ უწიგნურობას და ჩემი აზრით მართალია კიდევაც.ჩვენი თაობა არის მთლიანად გადასული კომპიუტერებზე და უკვე არ გვაინტერესებს წიგნები.ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ ამას ვაცნობიერებთ... ასევე ამ გენიალურმა ადამიანმა თქვა, რომ ამ სიტყვას ხმარობენ ის ადამიანები, რომლებსაც არააქვთ გადმოცემის უნარი, არ იციან როგორ თქვან ის, რისი თქმაც უნდათ, რადგან არ უთმობენ დრს წიგნებს. გთხოვთ გამოთქვით თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. "რავი"?თუ ვრცელი პასუხი კითხვებზე? 165 1-ს მოსწონს
|