საზოგადოება ოთარ ტატიშვილი - არ მეგონა რომ გოჩა ჩერტკოევი პროექტს ჩემზე ადრე დატოვებდა. 2012, 20 ნოემბერი, 12:07 დასრულდა შოუს "ცეკვავენ ვარსკვლავები" კიდევ ერთი ტური. წინა ტურებთან შედარებით საკმაოდ მრავალფეროვანი და სახალისო ტური აღმოჩნდა.
"ცეკვავენ ვარსკვლავებს" უკვე მეორე ჟიურის წევრი, შეიძლება თამამად ითქვას შოუს ხერხემალი გოჩა ჩერტკოევი გამოეთიშა, რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანისგან განსხვავებით პროექტისათვის შეუცვლელი აღმოჩნდა და მოცეკვავეებს მხოლოდ ოთხი ჟიურის წევრი აფასებდა.
ია ფარულავა როგორც ყოველთვის ახლაც არ ჩამორჩა ჩვევას და უკომენტაროდ არ დაუტოვებია გოჩას პროექტიდან წასვლა, ჩერტკოევს ცინიზმნარევი იუმორით "დიდი გოჩათი" მოიხსენიებდა.
სამწუხაროდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროექტის დატოვება მოუწია გივი სიხარულიძეს და ლელო ჩქარეულს.
აუთსაიდერებად კი ია სუხიტაშვილი და ეკო ფანგანი დასახელდნენ. ოთარ ტატიშვილმა კი გულის ნადები ვეღარ დამალა და გაოცებულმა აღიარა "არ მეგონა თუ გოჩა ჩერტკოევი პროექტს ჩემზე ადრე დატოვებდაო." რაც შეეხება ცეკვას ჩვეულ ამპლუას არც ახლა უღალატეს და ოთარმა და მის მეწყვილემ საკმაოდ სახალისო და იუმორისტული ნომერი მოუმზადა, მაყურებელს და ჟიურის კომპლიმენტებიც დაიმსახურა. პროექტის გადაწყვეტილებით იმის გამო, რომ გივი სიხარულიძე მონაწილეობას ვეღარ შეძლებს, შოუ არცერთ აუდსაიდერს არ დაუტოვება, ხოლო შემდეგ ტურში თუ რომელიმე მოხვდება აუთსაიდერებში, ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს. 366 5-ს მოსწონს
|