x
image
mishoo122
ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებულია!
image

ირაკლი ოქრუაშვილი, როგორც ძებნილი საქართველოს, საზღვრის გადმოკვეთისას დააკავეს. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თავის განცხადებაში აღნიშნა








imageუცვლელად გთავაზობთ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას: "ვიცი, რომ ოქრუაშვილი ბიძასთან, ზურაბ გიგუაშვილთან ერთად გუშინ ღამე გადმოვიდა საქართველოს საზღვარზე. ის, როგორც ძებნილი დაკავებულია გიგუაშვილთან ერთად და შესახლებულია გლდანის მე-8 დაწესებულებაში. ჩემი ვარაუდით მისი დაბრუნება იმას ემსახურებოდა, რომ მან ქვეყნის შიგნით დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და იპოვოს სიმართლე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რა პირობებში გააძევეს ის ქვეყნიდან და რაც არ უნდა დამნაშავედ ყოფილიყო მიჩნეული, არავის აქვს უფლება ძალით ჩასვას თავისი მოქალაქე თვითმფრინავში"

"დაკავების შემდეგ ის შესახლებულ იქნა გლდანის #8 დაწესებულებაში. ჩემი ვარაუდით ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნება ერთადერთ მიზანს უნდა ემსახურებოდეს – არა ქვეყნის გარედან, არამედ შიგნით დაამტკიცოს მისი უდანაშაულობა, თუ ეს მართლაც ასეა"



"არა მხოლოდ ის სამართლებრივი პროცედურები, რაც წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით დაგვხვდა, არამედ კიდევ სხვა – საქართველოს პარლამენტი მას მიიჩნევს პოლიტიკურ დევნილად და ამ საკითხზე ვრცლად აქვს ნამსჯელი ასევე გერმანიის და საფრანგეთის სასამართლოებსასც, რომლებსაც ის თავის დროზე ლტოლვილის სტატუსით აღჭურვეს. პირადად მე ვუერთდები იმ პოზიციას, რომ ოქრუაშვილი "ნაციონალური" ხელისუფლების მიერ იყო პოლიტიკური ნიშნით დევნილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის ყველა იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რაც მის წინაშე შეიძლება დაისვას, არის უდანაშაულო. ამ ყველაფერს სჭირდება მოკვლევა. მის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ბოლო 2011 წლის მაისის მოვლენების წინ, უკანონო ფორმირებების ორგანიზებას შეეხება"


შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილის, 2008 წლის 28 მარტის განაჩენით, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

0
438
2-ს მოსწონს
ავტორი:mishoo122
mishoo122
438
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0