x
image
merabi11
საუკეთესო ანეკდოტები

imageექიმი:
— რას ვიზამთ, ძვირფასო, ერთი ფილტვი უნდა ამოგკვეთოთ.
პაციენტი:
— რას ამბობთ, ექიმო, ფოლტვები ყოველთვის წესრიგში მქონდა.
ექიმი:
— ფილტვები ახლაც წესრიგში გაქვთ, მაგრამ... ღვიძლი ვეღარ ეტევა...
***
მაღაზიაში მყიდველი ეუბნება გამყიდველს:
— მაპატიეთ, ჩემთვის ხურდა არ დაგიბრუნებიათ.
— რა პრობლემაა, მიპატიებია.

***

— აჰა, შოკოლადი!
— არ მინდა!
— რატო?
— ნოემბერშია გამოშვებული.
— ახლა რომელი თვეა?
— სექტემბერი.
— აზრზე ხარ. მომავლიდანაა...

***

კაცი თავის მეოთხე ცოლს ასაფლავებს, ეკითხებიან:
— პირველი ცოლი რით დაიღუპა?
— სოკოთი მოიწამლა.
— მეორე?
— სოკოთი მოიწამლა.
— მესამე?
— ისიც.
— ბოლო?
— ტვინის შერყევით… სოკოს ჭამა არ უნდოდა.

***

— საჭმელი რა გვაქვს?
— ლობიო.
— დესერტად?
— აქტივიზირებული ნახშირი.

***

გვიან საღამოთი მაგრად დაღლილი და დატანჯული ქმარი დაბრუნდა სახლში და ცოლს ეცა:
— მშობელთა კრებაზე, რომ გამიშვი არ უნდა გეთქვა ბავშვი რომელ სკოლაში სწავლობს?!

***

მასწავლებელი ეჩხუბება მოსწავლეს:
— სიმართლე მითხარი, ვინ დაწერა შენი საშინაო დავალება?
— არ ვიცი, ადრე დავწექი დასაძინებლად.

***

ჭიჭიკია ეუბნება ბიჭიკიას:
— სიმონ, იცი, გილიოტინას გამომგონებელი მესამე იყო ვისაც გილოტინაზე თავი მოჰკვეთეს?
— რეიზა, სიმონ?
— არ ვიცი, ალბათ... ტესტ დრაივი იყო...

სვანი თევზაობს, დაიჭერს თევზს, გადაზომავს მტკაველით და თუ მტკაველაზე დიდი გამოდგა აგდებს მდინარეში.კახელი ეკითხება
– რასაი შვები, ჯო?
– რა ვქნა.მტკაველაზე დიდი ტაფა არა მაქვს! _ პასუხობს სვანი



***

შვილიშვილი სოფელში ჩამოვიდა ბაბუასთნ.მთელი დღეები უქმადაა, ბუზებს ყლაპავს.ბოლოს ბაბუა ეუბნება
– აიღე თოფი, წაიყვანე ძაღლები და წადი სანადიროდ.
– წავიდა შვილიშვილი სანადიროდ.ერთ საათში ბრუნდება აღზგნებული და ბაბუას ეუბნება:
– ბაბუ, ძაღლები არა გყავს კიდე?


ავტორი:მერაბი11

0
66
11-ს მოსწონს
ავტორი:merabi11
merabi11
66