x
image
merabi11
ძალიან სასაცილო ანეკდოტები

imageმამიკო, მეგობარს რომ უჭირდეს, ხომ უნდა დავეხმარო?- კი შვილო, მაგრამ შენც რაღა გაჭირვებულს უმეგობრდები?
***

- გამარჯობათ, ბილიკი მინდა შეგიკვეთოთ საღამოსთვის!
- კი ბატონო. რამდენი მეტრი გინდათ და სად უნდა მიდიოდეს?
- რა? ალო! ეს ბოულინგ-ცენტრია?...

***

რა საშინელება იქნება მორზეს ანბანი ჩინურად?!

***

- რატომ არის ეს მინისტრი ასე იდიოტად გამოყვანილი, რის თქმა უნდოდა ამით რეჟისორს?- კაცო, ეს ფილმი კი არ არის, ახალი გადაცემაა, პირდაპირ ეთერში...

***

ერთ სამსახურში პროგრამისტს ღებულობდნენ. ანკეტის შევსებისას გრაფაში "ბავშვები" მან ჩაწერა 6/9.ჩავარდა კადრები საგონებელში, ბევრი იფიქრეს, რა ვერსიები არ წამოაყენეს - 6 ბიჭი და 9 გოგო ყავსო, ბავშვები 6-დან 9 წლამდეო, 6 ცოლი და ცხრა ბავშვიო... ბოლოს კითხეს:
- რას ნიშნავს 6/9 ბავშვი?
განსაცვიფრებელი პასუხი:
- ცოლი მეექვსე თვეშია.

***

ბავშვი ინტერესით აკვირდება მურაბების სარდაფში ევაკუაციის პროცედურას.- სად მიგაქვთ?
- სარდაფში. რომ მერე ზამთარში შევჭამოთ.
- კი მაგრამ, ზამთარი ხომ იყო უკვე?

***

- სლუშ ბიჩო, თი ნე ზნაეშ ფაჩემუ რუქი მოიუტ ქაჟდი დენ, ა ნოგი - ნიქაგდა?

***

იცით თუ არა თქვენ, რომ ჭამის წინ ფეხებს თუ დაიბანთ, ხელებიც თავისთავად დაგებანებათ?

***

- ჰმ!... ვირო მადლიო რაა... მე მაგათთვის ღამით არ მეძინა და დღისითაც ვფხიზლობდი, სულ იმას ვცდილობდი მათთვის მესიამოვნებინა, მაგათ კი რით გადამიხადეს... არა, ესე საქვეყნოდ ღობეზე მიწერა მაინც რა იყო? მე მზადა ვარ ტყვიას შუბლი მიუშვირო, ეგენი კი... ავი ძაღლიაო!!! ჰოდა, დადგნენ ახლა და თვითონ იყეფონ...
Jბრეჟნევი თბილისში რომ ჩამოვიდა, უკვე ძალიან დაჩაჩანაკებული იყო და ცოტას ურევდა კიდეც. აქ დიდი ამბით დახვდნენ; იყო, რა თქმა უნდა, ზღაპრული სუფრაც.ბრჟნევს განსაკუთრებით მოეწონა ცოცხალი. იკითხა, რა ქვია ამ თევზსო.
- ცოცხალი - უთხრეს, თან გადაუთარგმნეს - ჟივოი.
- როგორ ჟივოი - გაოცდა გენსეკი - ეს ცოცხალია?
- არა, ცოცხალი არაა, მკვდარია, მაგრამ ცოცხალი ქვია...
მოსკოვში რომ დაბრუნდა, ერთხელაც, მენიუს შედგენისას, ეკითხებიან - რას მიირთმევთ?
ბრეჟნევს ცოცხალი მონატრებოდა და შეძლებისდაგვარად აუხსნა, რა უნდოდა - აი, მკვდარი რომაა და ცოცხალი რომ ქვია...
შეფი შეფიქრიანებული დაბრუნდა და მზარეულებს ეუბნება:
- დავიღუპეთ, მგონი ლენინის შეჭმა უნდა ამ უბედურს...

***

კლიენტი - ოფიციანტს:- მომიტანეთ, გეთაყვა, ჩივერზდენმაშბრუნდგალვიკინი ლიმონით!
ოფიციანტი:
- ჩივერზდენმაშბრუნდგალვიკინი რითი?

***

- მამიკო, რას ნიშნავს "ბუდრუნენტის მოგვაჯირება"?- არ ვიცი, შვილო. სად წაიკითხე?
- არსად. მე თვითონ მოვიგონე!

***

- შენი რძალი კარგი დიასახლისია?- აბა როგორ გითხრა... კვერცხებს კონსერვის გასახსნელით ხსნის.

***

- აიღე კრედიტი?- არ მომცეს!
- გრაფა "შემოსავალში" რა ჩაწერე?
- 4-5 მობილური თვეში...

***

- დედიკო, დედიკო! მე დღეს მასწავლებელმა ხუთამდე დათვლა მასწავლა!- ჰოო? აბა დაითვალე!
- ერთი, ორი, სამი, რით ვერ დაიმახსოვრე, დებილო (ირტყამს თავში ხელს), ოთხი, ხუთი...

***

- შენ ცხენების გეშინია?- არა!
- იმათ შენი?

***

- ჩვენი ფირმა მოლარეს ეძებს.- ხომ აიყვანეთ მოლარე ერთი კვირის წინ?
- აი სწორედ მაგას ვეძებთ.

***

სტადიონის შესასვლელში:- ბიჭუნა, სად იშოვე ბილეთი ასე ძვირადღირებულ მატჩზე?
- მამაჩემმა იყიდა.
- თვითონ სად არის?
- სახლში. ბილეთს ეძებს...

***

კარზე ზარია:- გამარჯობა! მე თქვენი მეზობელი ვარ.
- ზევიდან თუ ქვევიდან?
- რა... ეგრე პირდაპირ?
- ...

***

- ალო! ასოციაცია "კონტინენტალი" გაწუხებთ...- ასოციაცია "კონტინენტალი" სულაც არ გვაწუხებს - უპასუხეს და ყურმილი დაუკიდეს.

***

- მიხო, ხვალ მშობლების გარეშე სკოლაში არ მოხვიდე!- ზეგ?

***

"პახმელიაზე":- გუშინ პარასკევი იყო, ხვალ შაბათია... დღეს რა დღეა ნეტა?

***

- რატომ წახვედით პოლიტიკაში?- აბა შეხედეთ რა ხდება - მთავრობა მარტო თავის თავზე ფიქრობს, განცხრომაში არიან, ფუფუნება, კორუფცია, უსაქმურობა...
- და თქვენ გინდათ ყველაფერ ამას ებრძოლოთ?
- არა, მე ყველაფერ ამაში მონაწილეობა მინდა.

***

- მძიმე ბავშვობა მქონდა: ოპერატიული - 64 კბ ...

***

თუ გასუქების გეშინიათ, ჭამის წინ 50 გრ კონიაკი დალიეთ - შიშის გრძნობა გაგიქრებათ.

***

- თქვენმა ძაღლმა მიკბინა. მე კომპენსაციას მოვითხოვ!- კი ბატონო! მე გავაკავებ და თქვენ უკბინეთ.

***

აფთიაქში:- აციდიუმაცეტილოსალიცილიუმი გაქვთ?
- ასპირინი გინდათ?
- ჰო რა! სულ მავიწყდება ამ წამლის სახელი...

***

- ალო, კომპიუტერული ფირმაა? მე თქვენთან კომპიუტერი ვიყიდე ერთი თვის წინ.- ჰო. მერე?
- დაიწვა.
- რა დაიწვა?
- ყველაფერი.
- რა ყველაფერი?
- ყველაფერი დაიწვა.
- ყველაფერი როგორ დაიწვა! მონიტორი დაიწვა? ვინჩესტერი?
- მონიტორიც დაიწვა, ვინჩესტერიც...
- CD-ROM-იც?
- კი, ეგეც, ფლოპიც, მაზერიც...
- ეგ როგორ... რა მოხდა ეგეთი?
- ხანძარი იყო ოფისში...

***

- მამიკო, სულ "უფულობა, უფულობა" რომ მესმის, რას ნიშნავს უფულობა?- ოო, შვილოო... ფული - ეს ბევრი რამეა; ეს შამპანურებია, მაგარი მანქანები, ქალები...
- უფულობა?
- უფულობა - ლუდია, ტროლეიბუსია და... დედაშენია...

***

- მამიკო, მე რომ შენხელა ვიქნები, შემეძლება რაც მინდა ის გავაკეთო?- არა შვილო, მაშინ უკვე ცოლი გეყოლება.

***

ჭიჭიკიას ქუჩაში ძაღლმა უკბინა.- ვაიმე, ბატონო, შარვალი ხომ არ გაგიხიათ? - ეცა ძაღლის პატრონი.
- არა, ქალბატონო, შარვალი ამიკაპიწა და ისე მიკბინა!

***

- ჭიჭიკია აქ ცხოვრობს?- არა.
- კაცო, შენ ჭიჭიკია არა ხარ?
- მე კი ვარ, მარა ეს ცხოვრებაა?

***

- რომელმა დებილმა თარგმნა ჩინურად სადღეგრძელო "იხარეთ და იმრავლეთ"?J- რეზიკო, ნუ ურტყამ იმ ბავშვს თავში ნიჩაბს, თორემ გაოფლიანდები და გაცივდები!
Jრეკლამა ვნახე - ნახევრადშიშველი ქალი ეხატა და ტელეფონის ნომერი, იქვე წარწერა: "ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე". დავრეკე; მინდოდა ჰეტეროგენულ ქსელებში IP-მარშრუტიზაციის თაობაზე მესაუბრა. შენც არ მომიკვდე - ეგ ქალი რაღაცეებს მიედ-მოედებოდა.უსინდისოდ იტყუებინ რა ეს რეკლამები...

***

- თქვენ ბუასილი გაქვთ, და ამასთანავე სკლეროზი.- მადლობა ღმერთს! მე მეშინოდა, ბუასილი არ მქონოდა.

***

- ბატონო, თქვენ გურული ბრძანდებით?
- პირიქით, ბატონო, მე მეგრელი ვარ.

***

ორი გურული შეხვდა ერთმანეთს.
- როგორა ხარ?
- გადასარევად! შენ?
- მე გადავირიე უკვე!

***

აეროპორტის საბაჟოს სიამაყე - კოკერ-სპანიელი ყურშა - საეჭვო ჩემოდანს სუნავდა და ხითხითებდა.
Jუცხოელი სტუმრები კახეთში სოფელს ათვალიერებენ. ერთ ეზოსთან გაჩერდნენ. ეზოში მიხოა კაკლის ძირში წამოწოლილი.
უცხოელები რაღაცას ეუბნებიან გიდს. გიდი:
- მიხო, უცხოელებმა გთხოვეს ერთი კაკალი მოუწყვიტო.
მიხომ თავი წამოწია და სტუმრებს უყურებს, კაკალზე კი აშკარად არ აპირებს აძვრომას.
- მოუწყვიტე ბიჯო ერთი კაკალი!
- რა კაკალი მოუწყვიტო, თავი ხომ არაფერზე მიგირტყამს!
სტუმრები ყაყანებენ. გიდი უკვე ევედრება მიხოს:
- მოუწყვიტე ბიჯო ერთი კაკალი, რა იქნება! ფულს მოგცემენ, ისე კი არ უნდათ...
- გაიკეთონ თავიანთი ფული... - წამოწვა მიხო ისევ ბალახებში.
- მილიონს მოგცემენ, მიხო! მილიონი დოლარი გექნება! ხომ მთელ ცხოვრებას ფეხებზე დაიკიდებ!
- ახლა არა მკიდია როო?

***

მამა-შვილი კახელები წვანან. სხვენში თაგვს კაკალი უპოვია და დააგორებს აქეთ-იქეთ. მამა ეუბნება შვილს:
- ადი ბიჯო, გაუტეხე ი კაკალი, თორე არ დაგვაძინებს ამაღამ ეგ შობელძაღლი!

***

- ქალებისა ორი რამ მიყვარს!
- რა?
- ძუძუები.

***

კაცმა ქალი მიიყვანა სახლში და ეუბნება:
- აბა, ლოგინში!
- კაი რა, როგორ შეიძლება, ჯერ წესიერად არც ვიცნობთ ერთმანეთს...
- მერე რა, გავიცნობთ! ლოგინში!
- ეგრე არ შეიძლება! ჯერ რამეზე ვისაუბროთ, მაგალითად, ხელოვნებაზე, მუსიკაზე...
- კარგი. პიკასოს ოპერები წაგიკითხავს?
- ა-არა...
- ჰოდა დავაი ლოგინში!

***

- ბატონო ადვოკატო, რა ღირს თქვენი მომსახურება?
- ორი შეკითხვა - 100 დოლარი. თქვენი მეორე შეკითხვა?

***

მეგრელს უთხრეს, სპილო გაქცეულა ზოოპარკიდან და დასაჭერად დასდევენო.
- ხოხ! რას დაიჭერენ ეგენი მაგხელა სპილოს!
მერე გაიგო - დაუჭერიათო.
- ხოხ! აბა სად გაიქცეოდა მაგხელა სპილო!

***

სვანები ლიფტში გაიჭედნენ. ცხელა, შეწუხდნენ.
- უჰ, კარი მაინც იყოს ღია, ცოტა ჰაერი შემოვიდოდა - თქვა ერთმა.

***

გულთბილი შეხვედრა:
- რავა ხართ, აფრასიონ!
- რაფრაც გაგეხარდება!
- რავა, ამოწყდით?

***

- როგორა ხარ, მოშე?
- ვერ მოესწრები - ჩაიბურდღუნა მოშემ.

***

პაციენტმა ექიმთან ანალიზების პასუხი შეიტანა.
- რამდენი წლისა ხარ?
- სამ თვეში ორმოცის გავხდები.
ექიმი ანალიზებს კითხულობს:
- ჩემს ფეხებს გახდები!

***

საავადმყოფოს დერეფანში პაციენტს მიაგორებენ.
- იქნებ მაინც გვეცადა... რეანიმაციაში? - კითხულობს პაციენტი.
- აბა მორჩით თვითმკურნალობას! ექიმმა თქვა მორგშიო, ესე იგი მორგში!

***

ერთადერთი "დადებითი" ანეკდოტი ექიმებზე:
რეანიმაციაში რეკავენ:
- ალო! გუშინ რომ ავადმყოფი მოიყვანეს თქვენთან, ცოცხალია?
- ჯერ არა!

***

გონზე მოსული კაცი ხედავს თეთრხალათიანებს, თეთრ კედლებს...
- რა ხდება, სადა ვარ?
- დამშვიდდით! თქვენ ავარიაში მოყევით.
- აა, ესე იგი საავადმყოფოში ვარ?
- მმ... ძირითადად კი.

***

- ... წავიდა ჩვენგან ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი და უნუგეშოდ დატოვა ოცდათხუთმეტი წლის გულმოკლული ქვრივი...- ოცდათოთხმეტის - ამოისლუკუნა ქვრივმა.

***

ნამდვილი მეგრული ანეკდოტი:- ჩვენთან სულ ახალი "ვოლგა" 500 მანეთი ღირს.
- აჰ! ტყუილი იქნება მაგი...
- ტყვილია, მარა იაფი ხოა!

***

ნამდვილი სვანური ანეკდოტი:ოთხი სვანი ერთს მიადგა:
- უნდა გეჩხუბოთ!
- არ მინდა, რატომ უნდა გეჩხუბოთ?
- მაინც უნდა გეჩხუბოთ!
- არ მინდა, ვა! ან რა წესია, ოთხი ერთს უნდა მეჩხუბოთ?
- მაშინ აი ეს კაცი შენსკენ იქნება და მაინც უნდა გეჩხუბოთ!
- მაინც უსამართლობაა - სამი ორზე!
- ჰოოო!!! ... კარგი მაშინ, შენ წადი და ჩვენ ვიჩხუბებთ.

***

ნამდვილი კახური ანეკდოტი:- მიხო, ამ დილით რომ შემხვდი, რატომ არ მომესალმე?
- კი დავაპირე, მარა მერე ვთქვი, ერთი ამის დედაც მ$$$$$ნ მეთქი.

***

ნამდვილი რაჭული ანეკდოტი:პოლონეთში ომის ვეტერანთა შეხვედრაზე საქართველოს დელეგაცია ჩავიდა. ათვალიერებენ, ხვდებიან, ომის წლებს იხსენებენ. საღამოს დელეგაციის წევრი ორი რაჭველი ვეტერანი არ ჩანს. ვერსად ვერ იპოვეს.
დილით ერთ-ერთი მოვიდა ტალახში ამოგანგლული.
- სადა ხართ, კაცო! - ეცა დელეგაციის ხელმძღვანელი.
- აქანა, ხიდის აფეთქება დაგვავალეს, და ვერ მოვასწარით მაშვინ, და ეხლა შევასრულეთ დავალება.
- რა დავალება, რის ხიდი, ხომ არ გაგიჟდი! მეორე სადაა?
- დეიღუპა გმირულად!

***

ნამდვილი იმერული ანეკდოტი:- მასპინძელო - მოისმა ჭიშკრიდან.
- აუჰ, სტუმარია ვინცხა. სადაა ქალო ჩვენი ქათამი, დეიჭირე დროზე.
- რა ქათამი, ხო დოუკალით ის შემოდგომაზე სტუმრებს.
- კაი, მოიფიქრე რამე.
გავიდა ჭიშკართან. იქ ცხენიანი კაცი იყო, რაღაც დაებარებინათ და გადასცა დანაბარები.
- აჰ, კაი ამბავი მომიტანეთ, ჩემო ბატონო, თქვენს პირს შაქარი, შემობრძანდით აქეთ - შეიპატიჟა მასპინძელმა.
- არა, ბატონო, დიდი მადლობა.
- რას ბრძანებ, ჩემო ბატონო, როგორ გაგიშვათ ახლა.
- დიდი მადლობა, ბატონო, მარა ძალიან საჩქარო საქმეები მაქვს და წავალ ახლა მე.
- არა, სად წახვალ, ჩემო ბატონო, შემობრძანდით, წევიხემსოთ პატარა.
- არა, ბატონო, დიდი მადლობა. ახლახანს გეახელით, კაი სუფრიდან მოვდივარ, თან მეჩქარება და წავალ ჯობია.
- როგორ გეკადრებათ, ჩემო ბატონო, მობრძანდით, სადილობას ვაპირებდი სწორედ და სუფრა გაშლილი მაქვს უკვე.
- დიდ მადლობას მოგახსენებ, ბატონო, მარა იმფერი ხალხი მელოდება, რომ ვერ გავჩერდები ნამდვილად.
- აჰ, თქვენც არ მომიკვდეთ, ჩემო ბატონო, უპატივცემულოდ მე არ გაგიშვათ ახლა თქვენ. რას ამბობთ, ჩემი სახლიდან არვინ არ წასულა უპატივცემელი და ნუ მომჭრით ახლა თავს, შემობრძანდით თვარა ძალიან მეწყინება.
- კარგი, ბატონო, რახან მასეა, გავჩერდები ცოტა ხანს - თქვა სტუმარმა და ცხენიდან ჩამოხტა - სად მივაბა ეს ცხენი, ბატონო?
- ... ცხენიი? სად მიაბა და... აგერ გამომაბი ენის წვერზე, ჩემო ბატონო...

***

გაქურდულ ბინაში ჩატარებული გამოკვლევების დროს აღმოჩენილი ხელის ანაბეჭდების მიხედვით კრიმინალისტებმა დაადგინეს, რომ ქურდი იცხოვრებს დიდხანს და ბედნიერად, და უახლოეს 2 წელიწადში მას ეწვევა ნამდვილი სიყვარული.

***

განცხადება:- იყიდება მთვარის გრუნტი. შეუზღუდავი რაოდენობით. მიწოდების პირობები - EXW.

***

უცხო პლანეტაზე უცხოპლანეტელები დედამიწელთა ჩამოვარდნილ ხომალდს ათვალიერებენ. შვილი-უცხოპლანეტელი მამა-უცხოპლანეტელს საკვების რეგენერაციის ნაკვეთურს აჩვენებს:- ეს რა არის?
- აქ იქაური ერთუჯრედიანი ორგანიზმები განავლისაგან საკვებს ამზადებდნენ.
- ესა? - ეკითხება საცხოვრებელ ნაკვეთურზე.
- აქ მრავალუჯრედიანი ორგანიზმები საკვებისაგან განავალს ამზადებდნენ.
- და რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს?
- რავი შვილო, რას გაიგებ!...

***

J ეს ებრაელები რა უცნაური ხალხია - იბადებიან რუსეთში და მიემგზავრებიან სამშობლოში.
Jმელა, მგელი და დათვის ბელი ორმოში ჩავარდნენ. ვერ ამოდიან. მოშივდათ.- ეგრე არ გამოვა, ყველანი შიმშილით დავიხოცებით - თქვა მელამ. სჯობს ერთ-ერთი ჩვენგანი შევჭამოთ, იქნებ დანარჩენები გადარჩნენ.
- მერე ვინ შევჭამოთ? - იკითხა მგელმა.
- მოდი, ვინც ყველაზე უმცროსია ის შევჭამოთ - შესთავაზა მელამ.
- მე 100 წლისა ვარ - თქვა მგელმა.
- უი, ზუსტად ჩემი შვილიშვილის ხნისა ყოფილხარ, იმას ენაცვალოს ბებო - დაიღვარა ცრემლად მელა და ბელისკენ აპარებს თვალებს.
დათვის ბელი კედელთან წევს და მუცელს იფხანს:
- მე სამი წლისა ვარ, მაგრამ რომ მომშივდება ვინ ვის შეჭამს იმასაც ვნახავ!

***

სვანი სტუმარს ასეირნებს სოფელში, კოშკებს ათვალიერებენ. უცებ სტუმარი იძახის:- ვაიმე, იმ კოშკიდან ვიღაც კაცი თოფს მიმიზნებს!
- ჰო, მე მაგას ძმა მოვუკალი და ეტყობა სისხლის აღება უნდა - ამშვიდებს მასპინძელი.
- მერე რა მეშველება?
- შენ არაფერი გეშველება, მაგრამ ნუ გეშინია, მაგასაც ჩამოუვა სტუმარი და...

***

მეგრელი დიდ სამამულო ომშია. მოხრიგინებს გერმანელების ტანკი. ესვრიან, ვერ აფეთქებენ. ერთი შანსია ვინმემ ყუმბარები შემოირტყას წელზედა შეუვარდეს მუხლუხებში (იყო ასეთი მეთოდი გმირულად დაღუპვის).
- აბა ვის გიყვართ სამშობლო - მოუწოდებს მეთაური - შეუხტით ტანკს!
მსურველები რაღაც არ სჩანან. მეთაური გამწარებული დარბის:
- რას გავს ეს, არავის არ გიყვართ სამშობლო?
შეეჩეხა მეგრელს:
- შენ, არ გიყვარს სამშობლო?
- როგორ არ მიყვარს სამშობლო - შეიცხადა მეგრელმა.
- მერე შემოირტყი ყუმბარები და შეუხტი ამ ტანკს, ხომ ხედავ შენს მეტს არავის უყვარს სამშობლო!
- მე კი შევუხტები, მარა მერე ვის ეყვარება სამშობლო?

***

მესამე მსოფლიო ომის შემდეგ გადარჩნენ მხოლოდ ერთი კაცი და ერთი ქალი.მიდიან გზაზე. მოშივდათ. საჭმელი არაფერია.
ქალს ერთი ვაშლი ჰქონია გადანახული. ამოიღო და გაუწოდა კაცს.
- ო, არა! არა! ყველაფერი თავიდან იწყება.

***

სვანი ბოძს ფეხზე დგამს და ზედ მიძვრება. ბოძი წაიქცევა. ისევ ააყენებს და მიძვრება და ასე შემდეგ. დაიტანჯა.
- რას შვრები? - ეკითხება გამვლელი.
- ამ ბოძის სიმაღლე მინდა გავზომო და ეგ კიდევ იქცევა, მერამდენედ ჩამოვვარდი
- მერე დადე მიწაზე და ისე გაზომე!
- მეც ეგრე ვაპირებდი, მაგრამ ჩემმა ძმამ თქვა, ეგ სიგრძე გამოვაო.

***

სადარბაზოში ჩამოკიდულ ნათურასთან გაკრული მიმართვა:"ძვირფასო მეზობლებო და სადარბაზოს სტუმრებო! ნუ მოხსნით ამ ნათურას მისი დამწვრით შეცვლის ან სხვა რაიმე მიზნით, თორემ ერთხელაც იქნება შეესწრებიან ამ პროცედურას ადგილობრივი მცხოვრებლები, და თქვენ გაოცებული დარჩებით იმით, თუ თქვენი რა ორგანოები შეიძლება გამოყენებულ იქნას ნათურის ჩასაყენებლად."

***

- იცი, ჩემი ძაღლი ლაპარაკობს.- ვიცი, ჩემმა ძაღლმა მითხრა.

***

- ჩემი ძაღლი ეზოდან რომ ბრუნდება, ზარს რეკავს. შენი რეკავს?- არა, ჩემსას თავისი გასაღები აქვს.
ძველ ჟურნალში წაკითხული მოთხრობიდან:- მე ერთი ძაღლი მყავდა - დილას ადგებოდა, ჩევიდოდა პადიეზდში, ფოსტის ყუთიდან გაზეთებს ამეიღებდა, მომიტანდა ლოგინთან და...
- ეხლა არ თქვა წეიკითხავდაო თვარა მევიდა ბოთლი თავში...

***

- ბიჭუნა, რატომ თამაშობ ასანთით?- არ ვთამაშობ, სიგარეტს ვუკიდებ.

***

დაქალები საუბრობენ.- რა ცუდად არის ეს ქვეყანა მოწყობილი; ყველაფერი, რაც მომწონს, ან მასუქებს, ან უზნეობად ითვლება!

***

- შენმა ქმარმა იცის, რომ ღალატობ?- ჩემმა არა. შენმა - იცის.

***

- შვილო, ნუ უსმენ მუსიკებს ასე ხმამაღლა, თორემ დაყრუვდები.- გმადლობთ დედიკო, უკვე ვისადილე!

***

- დედიკო, მე მოვედი დისკოტეკიდან.- ჰო შვილო, ჩაიცვი ეხლა და დაიძინე.

***

დებილი ბავშვი ზღვაზე:- აი შვილო ზღვა!
- აბა მამი ზღვა?

***

დებილი ბავშვი ბაკურიანში:- მამი, ესა რა არი?
- თოვლია, შვილო!
- ესა?

***

დებილი ბავშვი ეზოში:- ამოდი ბიჭო სახლში.
- რაა მამი, მშია?
- არა, გეძინება შენი დედა...!

***

ცოლი - ქმარს:- დებილი ვიყავი, შენ რომ გამოგყევი!
- ეეჰ, აბა მაშინ რა ვიცოდი...

***

- მამიკო, რატომ მოიყვანე დედიკო ცოლად?
- ხედავ? ბავშვსაც უკვირს!

***

- დედიკო, მიშიკომ სულ გამწუწააააა!- არა უშავს, შვილო, შენც გაწუწე.
- როგორ გავწუწოოო, მე ხომ გოგო ვარ?

***

- კი მაგრამ, შენ - ასეთმა ღვთისმოსავმა კაცმა, რატომ სცემე ასე სასტიკად ის კაცი?- გამარტყა.
- მერე შენ არ იცი, ბიბლიაში რა წერია - ერთ ლოყაში რომ გაგარტყამენ, მეორე მიუშვირეო.
- მეც ეგრე ვქენი, მეორე მივუშვირე.
- მერე?
- მერე მეორეშიც გამარტყა.
- მერე?
- მერე მეორე ლოყაზე მანდ არაფერი წერია.

***

პირველი სექტემბერია, პირველკლასელი მიხო სკოლიდან ბრუნდება.- რა გითხრეს, მიხო, სკოლაში?
- ეჰ, ათი წელი მომარჭვეს!

***

ქალი მიდის მინდორში. ცხელა. ხედავს - კაცი ბალახს თიბავს, თან აირწინაღი უკეთია.- რას შვრები?
- ვთიბავ.
- აირწინაღი რატომ გიკეთია?
- იმიტომ, რომ მე მიყვარს წინააღმდეგობების გადალახვა.
-???... მოგცლია რა შენც... წამო, სექსი არ გირჩევნია?
- კი ბატონო, ოღონდ ჰამაკში, ფეხზე დგომელა და გაზის ბალონით ხელში.

***

მეგრელი იღვიძებს ნამთვრალევი, გვერდზე ვიღაც ქალი უწევს. არაფერი არ ახსოვს.- რამდენი წლისა ხარ შენ?
- რამდენისაც გამოვიყურები - გაიპრანჭა ქალი.
- ნუ იტყვილები ქალო, მაგდენს არ ცოცხლობენ!

***

მოსკოვში მიწისქვეშა გადასასვლელში ერთმანეთის პირდაპირ ორი მათხოვარი ზის. ერთს მკერდზე აწერია: "დაეხმარეთ საბრალო რუსს!", მეორეს - "დაეხმარეთ საწყალ ებრაელს". ყველა გამვლელი, ცხადია, მეორის ჯინაზე პირველს უყრის ფულს. გამვლელი შეჩერდა და ეუბნება მეორეს:- კი მაგრამ, ებრაელიო რომ დაგიწერია, ფულს შენ ვინ მოგცემს! სულაც ნუ დაიწერდი ნურაფერს. ან შენც დაიწერე ვითომ რუსი ხარ.
- ჰოო... რა ვიცი აბა... - თავს აქნევს ებრაელი ნაღვლიანად, და როგორც კი დროს იხელთებს, პირველ მათხოვარს თვალს უკრავს:
- გესმის, მოშე? ეს დებილი ჩვენ კომერციას გვასწავლის!
ჩვენებური სიმღერის კონკურსები ხომ არ მოგაგონდათ?

***

- უფალო, რა ამბავია ოცი მცნება, ხუთი იყოს არ ჯობია?- მოშე! ნუ ვაჭრობ!
- რატომ, აბა სად წერია არა ივაჭროო?
ათზე რომ მაინც ჩამოუყვანია?

***

მე-18 საუკუნე. თმაგაბურძგნულ მუტრუკს გვირილის ყვავილი უჭირავს და მკითხაობს:- ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ, ვუყვარვარ, არ ვუყვარვარ...
მე-19 საუკუნე. კოხტაპრუწა ფრანტს გვირილის ყვავილი უჭირავს და მკითხაობს:
- ვუყვარვარ? რა მიშვნელობა აქვს! მომცემს, არ მომცემს, მომცემს, არ მომცემს...
მე-20 საუკუნე. გრძელთმიან საყურიან ბიჭს გვირილის ყვავილი უჭირავს და მკითხაობს:
- მომცემს? აბა რას იზამს! შევძლებ, ვერ შევძლებ, შევძლებ, ვერ შევძლებ...
21-ე საუკუნე. გაურკვეველი სქესის არსება გვირილის ყვავილს (ICQ-ს ლოგო) მისჩერებია და ფიქრობს:
- "სამყაროს სული". შენი გაცნობა მინდაო. ნეტა ვინ არის? ქალია? კაცია? აქტიურია? პასიურია? ...

***

მგელი და წითელქუდა შეხვდნენ;- გამარჯობა, დებილო!
- კარგი, რა, მგელო! დებილს რატომ მეძახი? მე ხომ წითელქუდა მქვია, წითელი ქუდი მახურავს, წითელი კაბა... წითელი ფეხსაცმლები... ისე მართლა რა დებილივით მაცვია...

***

ორი ნარკომანი ტყეში მიდის. ერთს რაღაც მოუნდა და ბუჩქებში გადავიდა. ცოტა ხანში იქიდან იძახის:- ქაღალდი არა გაქვს?
- კარგი რა, ბიჭო, დატოვე და წამოდი!

***

ზადორნოვმა ერთხელ ასეთი რამ თქვა:- ეს ფრანგები რა ხალხია! "წითელქუდას" სხვა ვინ დაწერდა! აბა წარმოიდგინეთ: დედა, პატარა გოგონას, ბებიასთვის მურაბის წასაღებად, ღამით, ტყის გავლით აგზავნის, თან ეუბნება - ფრთხილად იყავი, ტყეში მგლები არიანო.

***

ქალმა საღამოს გზა შეიმოკლა და სასაფლაოს გავლით მიდის. თან კანკალებს. უცებ ზურგსუკან ნაბიჯების ხმა ესმის. გაუსკდა გული. ხმა ახლოვდება, ვიღაც ეწევა. სირბილით არა, მაგრამ მოდის, ჩქარა. რაც არის ეგ არისო და მოტრიალდა და - ვიღაც ტიპი მოდის, თავისთვის. ამოისუნთქა.- უი, როგორ შემეშინდა - გაუღიმა უცნობს.
- ჰოო? არა უშავს, მეც მეშინოდა ხოლმე, როცა ცოცხალი ვიყავი.

***

პალატის კარზე აკაკუნებენ. შემოდის მედდა, გადახდის საბანს პაციენტს, ჩახდის, გაუპარსავს ერთ ადგილს, გადააბრუნებს, კლიზმას გაუკეთებს, ნემსს, მოკლედ მთელ პროცედურებს მორჩება და მიდის.პაციენტი:
- ისა და... ხომ ვერ მეტყვით, შემოსვლისას რაღაზე აკაკუნებდით?

***

კლიენტმა ფოტოლენტა მოიტანა დასაბეჭდად. მიმღები გოგონა:- 9X13?
- 117. რატომ მეკითხებით?

***

- წელსაც მინდა პარიზში წასვლა.- რავა რა, შარშან იყავი?
- არა, შარშანაც მინდოდა.

***

- გაიგე, ჭიჭიკიას ისეთი საფრთხობელა დაუდგამს ყანაში, რომ ყვავებს შარშანდელი მოსავალი დაუბრუნებიათ.ლტოლვილებს რომ უშვებიან, ის პონტია.

***

თბილისელებს კახეთში ადგილობრივებთან ჩხუბი მოუვიდათ. ერთმა მასპინძელმა ყბაში მოსდო სტუმარს.- ვახ, ჩემი დედა მ$$$$$ნ - ყვირის სტუმარი.
- რა დაარტყი ბიჯო იგეთი, რომ უკუღმა იგინება?

***

მამას ბავშვი გაატანეს - ამ ერთხელ შენ წაიყვანეო.მიიყვანა უახლოეს ბაღში - იქ უთხრეს ჩვენთან არ არის ეგ ბავშვიო. მიიყვანა მეორეში - არც იქ. მესამეში, მეოთხეში...
- მამი - ეუბნება ბავშვი - ცოტაც და სკოლაში დაგვაგვიანდება.

***

ღია ფანჯრიდან ყვირილი ისმის:- მიშველეეეთ! კატა მოვიდაააა! მიშველეეეთ! შემჭამს!...
შეიყარა ხალხი ქვევით. რა ხდება ვერ ხედავენ, ამხნევებენ (ბავშვი ჰგონიათ):
- ნუ გეშინია, რა იყო, კაცი არა ხარ? კატამ შეგაშინა?!
- კაცი არა ვარ, თუთიყუში ვარ. მიშველეეეეთ!

***

საღამოა. ქმარი ფანჯარაში იყურება ჩაფიქრებული და ცოლს ეკითხება:- ძვირფასო, გინდა ციდან ვარსკვლავი მოგიწყვიტო?
- არავითარი ვარსკვლავი, ამ საღამოს სახლში იჯდები!

***

ცხოვრება ანეკდოტია. თუ გავიგებთ - ვიცინით, თუ არადა...
ბევრი ანეკდოტის ცოდნა ცუდია - როცა გინდა, არ გაგახსენდება, როცა მოყვებიან - არ გაგეცინება.
ექიმმა პაციენტი გასინჯა და გარეთ გაუშვა, მისი ცოლი კი დაიტოვა.- თქვენს მეუღლეს ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს. მისი ნერვიულობა არაფრით არ შეიძლება. მისთვის მუშაობაც კი არ შეიძლება. ეცადეთ თქვენ იშოვოთ სამსახური, მას კი რაც შეიძლება წყნარი და კომფორტული გარემო შეუქმენით, გაუკეთეთ მისი საყვარელი საჭმლები, არ ეკამათოთ არაფერზე. ასე ის კიდევ დიდხანს გაძლებს.
კაბინეტიდან გამოსული ცოლის სახეზე ქმარი ცდილობს რაიმე წაიკითხოს. შეკითხვას ვერც ბედავს. ბრუნდებიან სახლში.
- ისაა... ექიმმა... რაო? - ეკითხება ბოლოს გზაში. რაღაც იმედი მაინც ღვივის ხმაში.
- შენ მოკვდები - პირქუშად პასუხობს ცოლი.

***

გურულები ჩინელებზე გაბრაზდნენ და ომი გამოუცხადეს.- კი მაგრამ, ომს რომ გვიცხადებთ, იცით რამდენი ვართ? - ჰკითხეს ჩინელებმა.
- რამდენი ხართ?
- მილიარდნახევარი!
- დიდუუ! რა დამარხავს ამდენ მკვტარს!

***

- მამი რას ჭამ?- არაფერს, გეიწი იქით, ვამთქნარებ

1
7556
5-ს მოსწონს
ავტორი:merabi11
merabi11
7556
  
2017, 16 იანვარი, 2:39
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1