x
image
merabi11
სასაცილო ანეკდოტები

* * *
imageორი ქუთაისელი მეგობარი შეთანხმდა: რომელიც პირველი მოკვდება, ცოცხალს სიზმარში გამოეცხადება და ეტყვის, არსებობს თუ არა ფეხბურთი საიქიოშიც. მართლაც, ერთი რომ გარდაიცვალა, მეორე დღეს მეგობარს სიზმარში გამოეცხადა და უთხრა:
– ახლა ორი ამბავი უნდა გითხრა, კაი და ცუდი.
– მიდი, აბა, – შეაგულიანა მეორემ.
– ფეხბურთს აქანა ნამდვილად თამაშობენ. ეგი კაი ამბავი.
– აბა, ცუდი რაღაა?!
– ხვალინდელ მატჩში სასტავში ჩაგწერენ. არ დეიგვიანო, იცოდე!


***
– გამარჯობა, სევასტიჩ! რავა ხარ?
– იცოცხლე! რავა ვიქნები? ქე ვარ ხაბურზაკივით.
– მაი რაფრაა?
– მუცელი მებერება და კუდი მიხმება...

***
– ექიმო, რატომაა, რომ ალკოჰოლი ახალგაზრდებს თავში უვარდებათ, მოხუცებს კი ფეხს ურევს?
– უბრალო ამბავია, ალკოჰოლი ყოველთვის სუსტ ადგილებს ურტყამს.

***
კარზე ზარია. კახელი ექიმი ზაქრო კარს აღებს. მის წინ ჩონჩხი დგას.
– ვაა, ჯო, – ბურტყუნებს ზაქრო, – სუ იგრეა, რაა! ე ჩემანალები, ბოლო წუთამდე, მინამ თავ არ მაიკლავენ, არ მავლენ ხოლმე, რა!

* * *
– აქ ბოსტანი ხარობს?
– არა.
– ვაზი?
– არც ვაზი.
– თქვენ რა იცით, დაგირგავთ?
– ახლა... თუ დარგე, შეიძლება ქეც იხაროს.

* * *

ექიმი: მაშ, თქვენ სექსუალური სიზმრები გაწუხებთ, არა?
პაციენტი: ვინ თქვა, მაწუხებსო?!

* * *

ქუთაისელი ბრიუსელიდან დაბრუნდა და მეზობლებს შთაბეჭდილებებს უზიარებს.
– იგი თუ მოგეწონა, ბიჭი რომ ფსამს მოედანზე? – ეკითხება ერთი ცნობილ ქანდაკებაზე.
– რაა მოსაწონი და გასაკვირი, ჩვენში მოედანზე დიდებიც ფსამენ!

* * *
ლაკონური ანეკდოტი:
სვანმა გველი მოკლა და წყლის შლანგი აღმოჩნდა.

* * *

ორი მთვრალი ბანცალით მიდის ღამე ქუჩაში.
– ისე ბნელა, როგორც ზანგის უკანალში, – ამბობს ერთი.
– იქ როდისღა იყავი? – უკვირს მეორეს.

* * *
ქუთაისელები დოღზე არიან.
– მესამე ნომერ ცხენზე დადევი, სიმონ, მეიგებ! – ეუბნება ერთი მეორეს.
– რა იცი, სიმონ, რომ მევიგებ?
– ჟოკეის ველაპარაკე.
– იქამდე თუ მიხვედი, ბარემ ცხენსაც მოლაპარაკებოდი, შე დურაკო!

* * *

– ექიმო, ოპერაციის შემდეგ ველოსიპედით ვივლი?
– რა თქმა უნდა.
– მე ორბორბლიანზე გეკითხებით.
– კი, ორბორბლიანითაც ივლით.
– ვა, რა კაი ყოფილა ე ბრმა ნაწლავის ოპერაცია! ბავშვობიდან ვერაფრით ვერ ვისწავლე ორბორბლიანი ველოსიპედით სიარული.

* * *
– ქალო, შარვალი აღარ უნდა გამირეცხო?
– ახლა ფემინიზმის ეპოქაა, ქალი და მამაკაცი აბსოლუტურად თანასწორები არიან.
– მერე?
– მერე და შენით გაირეცხე შენი შარვალი.
– კარგი, მაშინ წამომყევი ეზოში.
– რა მინდა ეზოში?
– პიანინო ამომატანინე მეხუთე სართულზე.

* * *
– ძალიან ბინძური ცოლი მყავს, მის გაკეთებულ საჭმელს ძაღლიც არ შეჭამს, მის გვერდით ღორიც არ იკადრებს დაწოლას, – შესჩივის ჯოტია ძმაკაცს.
– მე გასწავლი, რაც უნდა ქნა. ყოველ ღამე სამ–სამჯერ დასექსე, სიმონ. ათ დღეში ვეღარ გოუძლებს და გაფშიკავს ფეხებს.
ჯოტიამ დაუჯერა. მეცხრე დღეს ძმაკაცი ესტუმრა სახლში. ჯოტია გამხდარა, გაშავებულა, თვალში ძლივს იხედება.
– როგორაა საქმე? – ეკითხება მეგობარი.
– მესამე დღიდან დეიწყო გაკეკლუცება, კაი საჭმელებსაც ამზადებს, სულ მღერის და მხიარულობს, სულ ბანაობს და სუნამოებს იპკურებს... ეჰ, საწყალი, რა იცის, ხვალ რომ ფეხებს გაჭიმავს!
დაბნეული ცოლ–ქმარი გარაჟთან დგანან.
– რა მოგივიდათ? – ეკითხება მეზობელი.
– რა და, გარაჟის გასაღები სახლშია, სახლის გასაღები – მანქანაში, მანქანა – გარაჟში... რა გვეშველება ახლა?

* * *

– რა ღირს ეს ქსოვილი?
– 12 ლარი, ქალბატონო.
– მეტრი?
– არა, კილომეტრი!

* * *

– ექიმო, მიშველეთ, ცოლი გამიგიჟდა! იძახის, თხილი ვარო.
– მერე მოიყვანე სასწრაფოდ!
– გავტეხო თუ ისევე, ნაჭუჭიანად მოვიყვანო?
* * *

– არ გინდა, ცურვა ისწავლო?
– რა მეჩქარება, მოვესწრები, ჯერ ხომ არ ვიხრჩობი...

* * *

ოჯახი ახალ ბინას ზეიმობს. ყურისწამღები ხმაურია. რაკავს ტელეფონი. ცოლი ყურმილს იღებს და ცოტა ხანში ქმარს ეუბნება:
– კიდევ კარგი, რომ ბინა ჩვენს ქვემოთ სართულზე არ ავიღეთ.
– რატომ?
– ახლა ქვემოდან დარეკეს, ისეთი ხმაურია, საცაა გავგიჟდებითო.

* * *

ქალაქელი აგრონომი სოფელში ჩავიდა და იქაურ აგრონომს ჭკუას არიგებს:
– თქვენ არასწორი მეთოდებით მუშაობთ.
– მაინც?
– აი, მაგალითად, თუნდაც ეს ხე ავიღოთ. გამიკვირდება, თუ თქვენ ამხელა ხიდან ერთ კილოგრამ ვაშლს მაინც აიღებთ.
– ეს მეც გამიკვირდება, – ეუბნება სოფლის აგრონომი, – ეგ მსხლის ხეა.

* * *

გადაპრანჭული ქალი ამაყად მიაბიჯებს ქუჩაში. ხედავს, საპირისპირო მხრიდან მისკენ ხელებგაშლილი კაცი მოაბიჯებს.
– აუ, ახლა მომხვევს ხელებს! – გაიფიქრა ქალმა და ელვისებურად გაუშალა კაცს სახეში მარცხენა ხელი. გაისმა მინის მტვრევის ხმა.
– აუუ! – დაიყვირა კაცმა, – უკვე მეშვიდედ ვერ მივიტანე შუშა სახლამდე!

* * *
– ძვირფასო ტელემაყურებლებო, – აცხადებს ტელეწამყვანი, – ახლა კი მოაცილეთ ტელევიზორს ისეთი ნივთები, რომლის ეკრანისთვის სროლა შეიძლება. ორ წუთში ეკონომიკის მინისტრი გამოვა და გვეტყვის, თუ რამდენი პროცენტით გაძვირდება კომუნალური გადასახადები.

* * *

შერლოკ ჰოლმსი სასაფლაოს ათვალიერებს. ერთ საფლავთან ჩერდება და კითხულობს:
"აქ განისვენებს ძლევამოსილი გენერალი და დიდებული ადამიანი".
– ორი დაუმარხავთ ერთმანეთზე ერთ საფლავში, – "გამოიცნო" ჰოლმსმა.

* * *

ბიჭმა ათთეთრიანი მონეტა გადაყლაპა. შემოეხვია ხალხი, აღარ იციან, როგორ დაეხმარონ ბავშვს. შეგროვილ ჯგუფს ერთი მარჯვე კაცი გამოეყო, ბიჭთან მივიდა და წარბშეკრულმა მკაცრად უყვირა:
– აბა, ახლავე გადმოაგდე ფული!
ბიჭმა ფერი დაკარგა და წამსვე გადმოაგდო მონეტა პირიდან.
– ექიმი ხართ, ბატონო? – ეკითხებიან წარბშეკრულ კაცს.
– არა, საგადასახადოში ვმუშაობ.

* * *

ერთი ქუთაისელი მეორეს ეკითხება:
– ბუჯო, წყალი მოდის თქვენთან ზასტავაზე?
– რაის წყალი, შე ჩემა, წყალი კრანში კი არა, სიმონ, რიონშიც აღარ მოდის, ბაყაყები ერთმანეთს აფურთხებენ და ისთე გრილდებიან.

* * *

ბაბუა და შვილიშვილი სეკას თამაშობენ. ცოტა ხანში ბაბუა აყვირდება:
– მატყუებ, მატყუებ, შე პატარა შულერო! შენ იცი, რა ემართება მას, ვინც კარტში იტყუება?
– ვიცი, ბაბუ.
– აბა, თქვი!
– იგებს.

* * *

– ეგერ, კაცი რომ მიდის, ხომ ხედავ? მაგის კაბინეტის კართან რომ მიგიყვანა, დეიშოკები, სიმონ!
– რეიზა?
– მაგის კაბინეტიდან ქალების კვნესა–კივილის ხმა გამოდის, ჭკუიდან აიწევი!
– ამფერი საქსუალურია ეს გამწლეული კაცი?!
– სექსუალური არა, კბილის ექიმია.

* * *

– ძვირფასო, ამ ბოლო დროს შენზე გულმოსული ვარ. შენ ჩემზე უფრო ფეხბურთი გიყვარს, – სლუკუნებს ცოლი.
– დაწყნარდი, ძვირფასო, – ამშვიდებს ქმარი, – სამაგიეროდ ჰოკეიზე მეტად მიყვარხარ.

* * *

ქუთაისელმა ლას ვეგასის კაზინოში თანაქალაქელი ნახა.
– აუ, ანზორია, რაფრა გამიხარდა შენი დანახვა! რომელ სასტუმროში გაჩერდი?
– ჯერ არ ვიცი, რაცხა ოთხი დღეა, რაც აქანე შემევედი.

* * *

ქუთაისელი ჩალურჯებული თვალით მივიდა სამსახურში.
– რა მოგივიდა, კაცო? – ეკითხებიან.
– უძილობა მჭირს.
– მერე?
– ღამის სამ საათზე ვრეკავ ხოლმე ტელეფონზე და ვეკითხები, აბა, თუ გამოიცნობთ, ვინ ვარ–მეთქი.
– მერე?
– წუხელ ერთმა ახვარმა გამოიცნო...

4
261
7-ს მოსწონს
ავტორი:merabi11
merabi11
261
  
2012, 1 ნოემბერი, 15:42
+++++++++++
2012, 8 აგვისტო, 11:41
:) გაიხარე ფისუნია
2012, 8 აგვისტო, 9:03
სათაურიც კი სასაცილოა.რო დაგიწერია სასაცილო ანეგდოტებიო აბა სატირალი ანეგდოტი წაგიკითხავს?მაგარი ხარ:)
2012, 7 აგვისტო, 23:05
+1
0 1 4