საზოგადოება თბილისში მალე ჩინური დასახლება აშენდება. ჩინელებზე 1 ლარად გადაცემული საქართველო 2012, 19 ნოემბერი, 14:41 თბილისის მერიამ ერთ-ერთ ჩინურ კომპანიას თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 420 ჰა მიწის ფართობი 1 ლარად გადასცა. ამ ტერიტორიაზე კომპანიას სპორტული კომპექსისა და ჩინური ქალაქის გაშენება აქვს გადაწყვეტილი. ეს ფაქტი შემაშფოთებელი შესაძლოა არც ყოფილიყო, რომ არა ის უცნაური პირობები, რაზეც ქართული მხარე ჩინურ კომპანიას დათანხმდა. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე
1კვ მიწის ფართობი 25-50 დოლარამდე მერყეობს, მერიამ კი ეს ტერიტორიები სულ რაღაც 1 ლარად გაასხვისა.
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ამხელა ფართობის 1 ლარად გადაცემას რა მოტივი ჰქონდა, ამაზე დედაქალაქის ხელმძღვანელობას, პასუხის გაცემა მოუწევს ახალ ხელისუფლებასთან, რომლებსაც წინამწორბედისგან არაერთი პრობლემა და თავსატეხი დახვდა. ზოგმა პრობლემამ თავი უკვე აღარ დამალა და ახალ ხელისუფლებას ბევრი ფიქრი მოუწევს ძველების შეცდომების გამოსწორებზე.
" კვირის პალითრის" ინფორმაციით ამ "პროექტის ფარგლებში" საქართველოში 125 ათასი ჩინელის ჩამოსახლება იგეგმება.ჩინელების თემა საქართველოში ბოლო დროს საკმაოდ აქტუალური გახდა. საზოგადოება მათ მომრავლებას ჩვენს ქვეყანაში ცოტა არ იყოს და შიშის თვალით უყურებს.
პირველი ჩინელი კი რომელიც საქართველოში გამოჩნდა სულაც არ იყო საზოგადოებისთვის საშიში, ის კი არა და დიდი სარგებლობაც კი მოქჰქონდა ჩვენი ქვეყნისათვის. ეს იყო ლაუ-ძენ-ძაუ, რომელმაც გააშენა ჩაის პირველი პლანტაცია საქართველოში. 1311 5-ს მოსწონს 2-ს არა |
ყელი უნდა გამოჭრა სააკაშვილს