საქართველო რა უჯდებოდა სააკაშვილის მთავრობას ივანა მელაის შენახვა. 2012, 18 ნოემბერი, 17:24 ახლა მე ამ მომღერლის ნიჭსა და შესაძლებლობებზე საუბარს არ დავიწყებ, ისე ამისთანა ხმის პატრონები ქვეყანა ყრია რუსეთში თუ თავის სამშობლო უკრაინაში კონა 5 შაურად..რაც მთავარია ყარაულის თოფივით გაუვარდა, მესტიაში ჩამოვიდა, იქ მიშამ ნახა, მოეწონა აშოლტილი სექსუალური ქალი და სხვა ყველაფერი უკვე მეორეხარისხოვანია...ჰო და ივანაც გადმობარგდა საქართველოში, მოეწყო ტელეკომპანია ПИК-ში და საქმეც აეწყო.მისი ხელფასი 8000$ იყო, ბინის ქირას სახელმწიფო უხდიდა, თანაც ცხონებული რამაზ ჩხიკვაძეს მეზობლად უქირავეს ბინა...მანქანაც უფასოდ ემსახურებოდა, "შერატონის" სასტუმრო ბათუმში თუ სპა ცენტრები და აუზებიც უფასოდ ემსახურებოდა. ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ როგორი იქნება ამ ქალბატონის მომავალი ნამდვილად ვერ გეტყვით, ისე კი, ეს ბოლო ორი წელი მაგრად "იბაირამა". 7478 14-ს მოსწონს 2-ს არა
|