ტენდენციები ქალის ვარცხნილობები, რომელსაც მამაკაცები ვერ იტანენ 2012, 18 ნოემბერი, 17:12 როგორც რუსულმა ინტერნეტ გამოცემამ www.wmj.ru-მ დაადგინა, არსებობს ქალის ისეთი ვარცხნილობები, რომელიც მამაკაცთა უმრავლესობაში მკვეთრ ანტიპათიას იწვევს, უფრო მეტიც ამგვარი ვარცხნილობის მქონე ქალი, ძლიერი სქესის წარმომადგენლებისთვის უბრალოდ არამიმზიდველი და ნაკლებად სექსუალურია. სხვა საქმეა რამდენად მოგვწონს, ჩვენ ქალებს მამაკაცების მიერ "აკრძალული" ესა თუ ის ვარცხნილობა, თუმცა მოდით გადავხედოთ სტატისტიკას და ფოტოებს, დასკვნები კი შემდეგ გამოვიტანოთ.
1. ბიჭური ვარცხნილობა- როგორც გაირკვა, მამაკაცები განსაკუთრებით არ სცემენ პატივს "უთმო" ქალს. ასე რომ ბიჭური ვარცხნილობის მოყვარულებს მოუწევთ, სხვა "ქალური" თვისებებით გააკვირვონ საკუთარი რჩეული 2. ასევე ვერ იტანენ მამაკაცები - ე. წ "ბინძურის ეფექტის" მქონე თმას, რომელსაც ზოგიერთი ქალი, სხვადასხვა სახის მუსების და თმის ფიქსატორების მეშვეობით აღწევს. უფრო მეტიც წლევანდელ პოდიუმებზე ამგვარი "დაუბანელი თმები" ერთობ აქტუალური ტენდენციაა. 3. არანაკლებ აღიზიანებს ძლიერ სქესს, ქალის თავზე "აშენებული" სხვადასვა სახის "ბარიკადა" ან "არქიტექტურული ნაგებობა" 4. განსაკუთრებულ ანტიპათიას კი ბევრი მამაკაცი, ე.წ "დაგრძელებული თმების" მიმართ გამოხატავს. 5. ასეთივე "სიყვარულით" გამოირჩევიან ძლიერი სქესის წარმომადგენლები ე.წ "ნაჩოსების" მიმართაც 6. და არც ხელოვნური "აფრო-ვარცხნილობების" მიმართ გამოხატავენ დიდ აღფრთოვანებას 9940 11-ს მოსწონს
|