x
image
ციცი
Mediator image
ვარსკვლავი ბებიები და ბაბუები


image
ჰოლივუდელი ვარსკვლავები მხოლოდ გარეგნულად ჩანან ასეთი უდარდელები და ახალგაზრდები. მაგრამ სინამდვილეში ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ბევრი მათგანი საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში გახდნენ ბებია-ბაბუები და დიდი სიამოვნებით უვლიან თავის შვილიშვილებს გადაღებებისგან თავისუფალ დროს.

image


პრისცილა პრესლიმ ელვის პრესლისგან გოგონა გააჩინა 22 წლის ასაკში, ხოლო 44 წლისა უკვე ბებია იყო-მისი შვილი ლიზა პრესლი პატარ ასაკში გათხოვდა და გოგო ეყოლა.

image



ვუპი გოლდბერგი ამ შმეთხვევაშიც განსაკუთრებულია. იგი სამჯერ გახდა ბებია ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე მას 50 წელი შეუსრულდებოდა. პ წლის გოგონამ შვილი გააჩინა.

image


ჯო ჯეკსონო-მაიკლ ჯეკსონის მამა 42 წლის ასაკში გახდა ბაბუა, როდესაც მისმა პირველმა ქალიშვილმა რებიმ გააჩინა შვილი. ახლა ჯო ჯეკსონს უკვე 13 შვილიშვილი და 3 შვილთაშვილი ჰყავს.

image

ჯეიმს ბროლინი, ჰოლივუდის მსახიობი, 47 წლის ასაკში გახდა ბაბუა. მისმა შვილმა 20 წლის ასაკში მოიყვანა ცოლი.

image


გოლდი ჰოუნი 58 წლის ასაკში გახდა ბებია. მის ქალიშვილს, კეიტ ჰადსონს 2004 წელს შეეძინა ვაჟი. ახლა კი, 65 წლის ასაკში გოლდი ჰოუნი უკვე 4 შვილიშვილის ბებიაა.image

პირს ბროსნანი ბაბუა გახდა თავისი გერი გოგონას, შარლოტას წყალობით, 44 წლის ასაკში. მან დიდი სიხარულით მიიღო ეს ამბავი და თვლის რომ მის სექს-სიმბოლოს იმიჯს, ეს სულაც არ უშლის ხელს.
image

და ბოლოს ჯიმ კერი-ვინ იფიქრებდა, რომ ეს მხიარული კომედიური მსახიობი, 44 წლის ასაკში ბაბუა გახდებოდა. მის ქალიშვილს, 22 წლის ჯეინს, 2010 წელს გოგონა შეეძინა.


0
79
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0