x
image
თავისუფალი თაობა
ვიქტორ ჭელიძე: "ობიექტივი" არის ვანო მერაბიშვილის ერთ_ერთი უწყება, ქვედანაყოფი!

ვიქტორ ჭელიძე

პოლკოვნიკი და პირველი რანგის კაპიტანი. იყო სამხედრო საზღვაო ძალების დაზვერვის უფროსი. ამჟამად ცხოვრობს ბელგიაში. მას წინა ხელისუფლების დროს სასამართლომ დაუსწრებლად 20 წელი მიუსაჯა. ჰყავს მეუღლე და 13 წლის შვილი, რომელიც 7 წელია არ უნახავს.

გთავაზობთ ვიქტორ ჭელიძის ინტერვიუს, რომელსაც ყოველთვის შეიძლება გრიფით "სკანდალური" დავარქვათ!

ლადო ბედუკაძე

ბოლო დროს, კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხარ, შენ ბელგიაში ვლადიმერ ბედუკაძე "შეიფარე". ამის გამო ფაქტიურად საინფორმაციო ომი გაჩაღდა თქვენსა და "ობიექტივს" შორის.რას ედავებით ერთმანეთს?

– _რასაც მიშა მიყენებს ბრალდებად იმას იძახის ინაშვილი ჩემზე, სისულელს და მარაზმს. ყველა ნორმალური ადამიანი, ვინც დაინახავს, თუ რას წარმოადგენს რეალურად „ობიექტივი“ იქ ადგილი არა აქვს. "ობიექტივი" არის კრიმინალური დაჯგუფება, ვანო მერაბიშვილის ერთ_ერთი უწყება, ქვედნაყოფი. ისინი აგროვებდნენ იმ ხელისუფლების საწინააღმდეგო ინფორმაციას. აქედან იყო ბევრი არასერიოზული და ბევრი, სერიოზული, რომელსაც გაგრძელება არ მოჰყვებოდა. რაიმე სერიოზულ ინფორმაცია თუ ჩაუვარდებოდათ უკეთებდნენ ბლოკირებას და აწვდიდნენ მერაბიშვილს. რასაც ესენი აკეთებდნენ არის უბინძურესი საქმე, მაგრამ რაც ეხლა ჩაიდინეს
ეს არის ამ დანაშაულებრივი კავშირის უტყუარი მტკიცებულება. შეეშალათ ის, რომ "ობიექტივმა" ბედუკაძის საკითხით საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა.

საზოგადოებას უჭირს ანალიზის გაკეთება, რადგან გუშინ ბედუკაძე, ინაშვილი, ბლადაძე, ფოფხაძე მოკავშირეებად წარუდგნენ დღეს კი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, როგორ უნდა დავადგინოთ ჭეშმარიტება?

ჭეშმარიტება იმაშია, რომ ლადო ბედუკაძეს ედავება ყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვინც აღძრა სისხლის სამართლის საქმე, ვინც ეს მარაზმი დაგეგმა და ობიექტივი. ამაზე მეტი პარალელი რა უნდა დაინახოს საზოგადოებამ. ამათ ერჩივნათ საერთოდ ხმა არ ამოეღოთ ამ თემაზე, რადგან მართლები არ არიან.უკვე იმდენი ეშლებათ, რომ ერთი არგუმენტო ვერ მოვიყვანე მათთან საკამათო.

თქვენი კამათი მხოლოდ სხვადასხვა მედიასაშუალებაში გამოქვეყნებული ერთმანეთის მაკომპრომატირებელი ინტერვიუები და განცხადებებია?

პრესა ლაპარაკები არის ერთი და მეორეა იურიდიულად ეს როგორ ფორმდება. დღემდე იქ არიან, ლაპარაკობენ და ამ საქმის გამოძიებას თვითონ არ ითხოვენ. ამას მარტო ლადო ბედუკაძე ითხოვს. ეს არის მათი დასასრული. რადგან ესენი არ აპირებენ სხვამ დააპირა და ნახონ რაც მოუვათ.

რატომ დაუპირისპირდით ერთმანეთს?

26 სექტემბერს, არჩევნებამდე 5 დღით ადრე, მე შევიტანე სარჩელი ობიექტივის წინააღმდეგ. აღიძრა სისიხლის სამართლის საქმე
შანტაჟის მუხლით. ამათი უბედურება მაშინ დაიწყო, როცა მე ეს ფოფხაძეს ვუთხარი.

ბერაბ ბლადაძე რატომ დაგესხა თავს?
6 ოქტომბერს ლადო ბედუკაძემაც შეიტანა სარჩელი "ობიექტივის" წინააღმდეგ.
ამოღებული არის სატელეფონო საუბრები, რომლებიც ამათ დაღუპავს. 26 სექტემბრიდან ჩემი ტელეფონიდანაცაა ამოღებული ამონაწერები. 6 ოქტომბერს მეც მივედი და მივუთითე, რომ ინაშვილი და ბლადაძე ახდენენ ჩემს დისკრედიტაციას, ცილისწამების გზით. პირდაპირ მივუთითე რომ, ბლადაძე მოქმედებს აგრესიულად. ამის მერე 9 ოქტობერს მოახდინა თავდასხმა, მე აღმოვჩნდი საავადმყოფოში. გამოძახებულ იქნა პოლიცია, ამოღებულ იქნა კამერებიდან12 საათიდან პირველის თხუთმეტ წუთამდე ჩანაწერები, იქნა ხელახალი ჩემი ჩვენება მიცემული და მეორე დღეს დაემატა მისი აღიარება მოქმედების. ასე რომ სისხლის სამართლის საქმე რეალურად აღიძრა 26 სექტემბერს, გაგრძელდა 6 ოქტომბერს, 9 ოქტომბერს კი დაემატა ამ ყველაფრის დასტურად ბლადაძის მოქმედების აღიარება. მიუხედავად ამისა, დღემდე გრძელდება ამ ადამიანების მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელება.
26 სექტემბერს მე ბელგიის კომისარიატს ძალიან კონკრეტულად ჩამოვუყალიბე იმ რეალური ვითარების შესახებ, რაც დღეს განვითარდა.

ინაშვილის და ბლადაძის მიერ ჩემს შესახებ ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით მიეწოდება საზოგადოებას.
მაგათ ჩემი წარსულით საერთოდ გავანადგურებ!
ინაშვილის ბოდიალი მესმის რაღაც ფეისბუკზე და მორჩა, მაგაზე ინფორმაცია 44 წლის კაცი ვარ და ჩემთან არც მოსულა, რაღაც ერთი თვეა გადავეყარე და სადღაც ერთ თვეში დამავიწყდება.

რას აპირებ?
ჯერჯერობით არაფერში არ ვერევი, თავშეკავებულად
ვარ, რადგან ხალხში და მასაში დამნაშავედ მაინც ვგრძნობ თავს, რადგან რეალურად7 წელია ვერ გამოვასწორე ჩემი მდგომარეობა და კანონიერად კი ვარ დამნაშავე, 20 წელი მაქვს მისჯილი .სულ მალე image

ჩემ საქმეს 20 წლიანს უეჭველი გავამართლებ, და გავმართლდები, ამის შემდეგ ამ "ობიექტივს", ფოფხაძეს და ბლადაძეს (აქ რომ სპექტაკლებს მართავდნენ მიტინგობიობის და

ოპოზიციონერობის და პრესკონფერენციებს ატარებდნენ, სადაც დამლაგებლები და გამყიდველები ჰყავდათ ჟურნალისტებად.
ჩეკებს ამოვუღებ სად ჰქონდათ დაქირავებული პრესკონფერენციის დარბაზები, სასტუმროს ნომრები და „კლადოვკები“.) დავადანაშაულებ იმაში, რომ 3 წელიწადია ჩემი საქმე იცოდნენ და არ გაახმაურეს, რადგან მაშინ ესეც სერიოზულად დაარტყამდა იმ მთავრობას და იმ მთავრობის სასამართლოს. იცოდნენ, რომ ჩემი ამბის საქმის კურსში იყვნენ ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი, ისინი ხუთჯერ იყვნენ აქ ჩამოსულები, ამ არაკაცების ბანდამ არცერთხელ არ გამაგებინეს, რომ აქ არიან ვიქტორ და ჩამოდი. მანამდე შეიძლება ყოველდღე გვენახა ერთმანეთი, მაგრამ ამათი ჩამოსვლის დროს ესენი ქრებოდნენ.

– _რატომ გიმალავდნენ მათ ჩამოსვლას?
იცოდნენ, რომ მე თუ ვინმეს შევხვდი ამ შვიდი წლის მანძილზე, ველაპარაკები იმ დანაშაულზე რაც სახელმწიფომ ჩაიდინა ჩემს მიმართ. ჩემ საქმეს მოიგებს, თუნდაც გამოუცდელი ადვოკატი, იმდენად აფსურდული საქმეა შეთითხნილი. ამაში მიშლიდნენ ხელს.
მე 7 წლის წინ მივაფურთხე იმ მთავრობას და პირველმა გავაკეთე ეს, სამხედრო საზღვაო ძალების სარდლის თანამდებობა დავტოვე ჩემი ნებით, რადგან საშიში იყო იქ და ვინც მე მიცნობს ყველას ველაპარაკობდი იმას, რასაც ეხლაც ვერ ბედავენ.

მე ვერავინ ვერ გამაჩერებს. არ არის საქართველოში ადამიანი და მის ფარგლებს გარეთ ვინც მე მეტყვის ვიქტორ გაჩერდი, თორე! „ თორე“ ჩემთან არ არსებობს. ამიტომ ამათ ძალიან დიდი პრობლემები აქვთ. __ჯერ აგენტურული სია რომ აქვთ მარტო მაგიტომ აგებენ პასუხს.
როცა დაბეჭდეს, თითქოს აქ ქარდავა ჩამოვიდა და მე უნდა შემხვედროდა, ეს რომ აფსურდი იყო თავადაც იცოდნენ, მაგრამ თავს იდებილებენ.და საზოგადოებაც შეჰყავთ შეცდომაში. საინტერესოა როგორ წარმოედგინათ ეს რომ აქ ვიღაცა ჩამოვიდოდაა, ულვაშს გაწყვიტავდა, მიგამქარდის იტყოდა და მე ჭკუა
შემეშლებოდა, მერე ლადოს ჩამოვკიდებდი აქ თოკით თუ რას ვიზამდი?
უბრალოდ მეცინება ამ მარაზმზე. ფაქტია რომ, ლადო ბედუკაძეს ჩემთან მეგობრობით საფრთხე არ შექმნია და დღემდე ერთად ვართ, ორი ძებნილი საქართველოს მოქალაქე.

შვიდი წელია საქართველოში არ ყოფილხარ, როგორ შეაფასებდი ამ წლებს იქაური გადმოსახედიდან?

ძაან სერიოზული პრობლემები გვაქვს საქართველოში. 8 წელიწადი
იმუშავეს ქართველების დეგრადაციაზე. ტრადიაციას
და კულტურას რომ მოგირყევენ, გადარჩენის შანსი ქართველებს მეტი აღარაფერი არა აქვთ.საქართველოში დაიწყეს გრძნობებით ურთიერთობის გაციება, წყვეტა და ხალხის ერთმანეთისგან გარიყვა.
როგორც ევროპაში და ამერიკაშია, გრძნობებისგარეშე ცხოვრება. დედას შვილი არ აინტერესებს, დას ძმა და ა.შ.
არა არ აინტერესებდათ გენოფინდი გამრავლდებოდა თუ არა. მიუხედავად ამისა ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ, საქართველოში
ესაა გამორიცხული!!!
ბაჩო ახალაიას დაკავებაზე და ჩეჩნების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე რას იტყვი?
საქართველოში ჩეჩნების ბოგინი დასრულდა. სირცხვილია რა ვინ ემუქრება, მაგათ თავიანთ საქმეს მიხედონ. თუ ემუქრებოდნენ აქამდე გაეკეთებინათ საქმე. საქართველოში უნდა დამთავრდეს ჩეჩნეთის დახმარების თემა. ახალაიას ისე გაასამართლებს ქართული მართმლსაჯულება, რომ სამუდამო პატიმრობიდან ვერ გამოვა.

შორენა მირცხულავა





3
1277
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თავისუფალი თაობა
თავისუფალი თაობა
1277
  
2012, 18 ნოემბერი, 17:24
beria chemo kargo rato ichemebt NACEBI ro sakartvelo 2003 clidanaa kvekana da gjera ro manamde mumiebi cxovrobdnen da mati gamravleba ar sheidzleba! shen im axal taobas ekutvni romelic shecdomashia shesuli da droze tu ar sheapaset vitareba , ucxo kveknis mier dadgmul mravalserian filmshi icxovreb ert ert personajad. da srulpasovani kartveli verasdros gaxdebit.
2012, 17 ნოემბერი, 18:44
ისე გენოფონდზე რომ ლაპარაკობ სტატისტიკა ნახე 2003 მდე და 2003 მერე დგემდე ნუ იძახი ისეთ რამეს რაც არ იცი და ხალხი შეცდომაში შეგყავს
2012, 17 ნოემბერი, 11:14
ძაან სერიოზული პრობლემები გვაქვს საქართველოში. 8 წელიწადი
იმუშავეს ქართველების დეგრადაციაზე. ტრადიაციას
და კულტურას რომ მოგირყევენ, გადარჩენის შანსი ქართველებს მეტი აღარაფერი არა აქვთ.საქართველოში დაიწყეს გრძნობებით ურთიერთობის გაციება, წყვეტა და ხალხის ერთმანეთისგან გარიყვა.
როგორც ევროპაში და ამერიკაშია, გრძნობებისგარეშე ცხოვრება. დედას შვილი არ აინტერესებს, დას ძმა და ა.შ.
არა არ აინტერესებდათ გენოფინდი გამრავლდებოდა თუ არა. მიუხედავად ამისა ჩვენ ვერ დაგვამარცხებენ, საქართველოში



აი ეს მართალია ნამდვილად
0 1 3