- გერმანიაში გაჩნდა ახალი სკანდალი:შუა ჩხუბის დროს, როდესაც ორი მძიმეწონიანი მოკრივე მიტ სპროტი და ბერძენი ედმუნდ გერბერი ერთმანეთის წინააღმდეგ გამოდიოდა, სპროტმა ძლიერად ჰკრა ხელი მსაჯ გერხარდ ზიგლს, მხოლოდ იმისათვის, რომ მან თამაში გააჩერა. - ინციდენტი მოხდა მეოთხე რაუნდში, როდესაც გერბერმა მოწინააღმდეგე მარცხენა ხელის დარტყმით მიწაზე დაანარცხა, მაგრამ მიტი დანებებას არ აპირებდა და უმალ ფეხზე წამოდგა, იუწყება ''Topnews.ru''. - მსაჯმა ჩხუბი იმიტომ შეაჩერა, რადგან იფიქრა, რომ მიტი ბრძოლას ვეღარ განაგრძობდა, მაგრამ მოკრივემ ამაზე უხეში რეაგირება მოახდინა. - ასევე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 37-წლის მაიკლ სპროტი არის დიდი ბრიტანეთისა და კიდევ ბევრი ქვეყნისექს-ჩემპიონი.ამას რომ თავი დავანებოთ იგი ორგზის ჩემპიონია მძიმე წონით კატეგორიაში. მას აქვს 36-გამარჯვება და 19-დამარცხება, ხოლო გერბერს კი 21-გამარჯვება, აქედან 14-ნოკაუტით და მხოლოდ ერთი დამარცხება.