x
image
ვლადიმერი1123
მთავარმა პროკურატურამ 12 დაკავებული მაღალჩინოსნის სია გამოაქვეყნა

imageყოფილი შსს-ს მინისტრის
ბაჩო ახალაიას, გ. კალანდაძისა და ზ. შამათავს დაკავების შემდეგ დაკავებულია შსს 12 მაღაჩინოსანი, ვინ იქნება შემდეგი?

შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მაღალჩინოსანს, რომლებიც გუშინ დილით დააკავეს, ბრალს დღეს წაუყენებენ. როგორც დაკავებულების ადვოკატებმა აცხადებენ, მათთვის ბრალის წაყენების კონკრეტული დრო ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა კანონით გათვალისწინებული 48 საათიანი ვადა დღეს იწურება. დაკავებული 10 პირი თავდაპირველად თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, თუმცა მათი ნაწილი, იმის გამო, რომ იზოლატორში ადგილები აღარ იყო, მოდულის შენობაში მოათავსეს, მათ შორის მოდულშია თბილისის კუდ-ის უფროსი, გიორგი ყავლაშვილი.
ადვოკატების ინფორმაციით, კუდ-ის უფროსი,
ლევან ქარდავა ე.წ. დიღმის იზოლატორში დატოვეს.
ამასთან, გუშინ საღამოს კიდევ ორი პირი დააკავეს, მათ შორის ვიცე-მერი და შსს ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე, შოთა ხიზანიშვილი, ასევე კუდ-ის უფროსის მოადგილე, ვაჟა ლილუაშვილი.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გუშინ დაკავებულ პირთა სია გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ მუშაკთა მიერ სხვადასხვა სახის დანაშაულთა ჩადენის ფაქტებზე. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე 2012 წლის 15 ნოემბერს დაკავებულ იქნენ შემდეგი პირები:


1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ლევან ქარდავა.

2. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვახტანგ ბოჭორიშვილი.

3. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი.

4. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მოადგილე ზაალ მაისურაძე.

5. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსი ერმალოზ ებანოიძე.

6. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ვასილ ჯამალაშვილი.

7. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-4 სამმართველოს უფროსის მოადგილე ავთანდილ სოლომნიშვილი.

8. შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა კვარაცხელია.

9. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ჯავახაძე.

10. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი მე-3 სამმართველოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ბორცვაძე.

11. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი.

12. კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით მთავარი პროკურატურა გაასაჯაროებს მტკიცებულებათა ნაწილს, რაც აღნიშნული პირების დაკავების საფუძველი გახდა.


თბილისის მერი გიგი უგულავა შოთა ხიზანიშვილის დაკავების გამო, იტალიაში ვიზიტს დაგეგმილზე ადრე ასრულებს და საქართველოში ბრუნდება. აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიის განცხადებაშია ნათქვამი. "ქალაქ თბილისის მერი გიგი უგულავა, მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა. თბილისის მერის იტალიაში ვიზიტის დროს, სამართალდამცავმა ორგანოებმა თბილისის მერის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი დააკავეს. აღნიშნული გარემოების გამო, გიგი უგულავა დაგეგმილზე ადრე ბრუნდება საქართველოში", ნათქვამია განცხადებაში.

ეშინია თუ არა გიგი უგულავას? რა ბედი ეწევა მას?

გამოქვეყნებული ინფორმაციის წყარო. 1. www.justice.gov.ge, 2.www.interpressnews.ge


1
317
2-ს მოსწონს
ავტორი:ვლადიმერი1123
ვლადიმერი1123
317
  
2012, 16 ნოემბერი, 19:41
მოსულია უგულავას დროოც
0 1 1