გონნო
ცნობილი რუსი მეიარაღე გონნო მთელი ცხოვრება მუშაობდა და ცხოვრობდა პეტერბურგში, ის ამზადებდა მხოლოდ ძვირაღირებულ იარაღებს, რომლებიც ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენდა. გარდა ვიზუალური მონაცემებისა გონნოს სანადირო თოფები ბალისტიკური
მონაცემებითაც გამოირჩეოდნენ. ბევრი თანამედროვე იარაღის ექსპერტის აზრით, გონნოს სანადირო თოფები არაფრით ჩამოუვარდებოდა იმ დროს არსებულ ინგლისურ სანადირო თოფებს, ხოლო შტუცერები ჯობდა კიდეც. გადმოცემით ცნობილია რომ გონნო იყო შრომისმოყვარე ადამიანი, მუშაობდა ღამითაც დრესასწაულებზეც, ასევე თავად ღებულობდა შეკვეთებს, თავად ამზადებდა, აწყობდა თოფებს და ცდიდა კიდეც.
გონნოს შეეძლო დაემზადებინა ნებისმიერი სირთულის იარაღი, როგორიც არ უნდა ნდომოდა შემკვეთს. ის ლულებს უკვეთავდა ისეთ გამოჩენილ მეტალურგიულ ბრენდს როგორიც იყო ლეოპოლდ ბერნერი, ხოლო ჩამკეტებს უმზადებდა ჟოზეფ ბრაზე, რომელის მსგავსი ოსტატი ევროპის მაშტაბით არ არსებობდა, სწორედ ჟოზეფ ბრაზე უმზადებდა ჩამკეტებს ჯეიმს პერდეს ლონდონში. გონნო იარაღის ტარად იყენებდა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის კაკლის მერქანს, რომელსაც აფორმებდა ამერიკული გრავირებითა და სიმბოლოებით.
რუს იარაღის მოყვარულებსა და მონადირეებს მოსწონდათ ის, რომ გონნოს მიერ შექმნილი იარაღი, რომელიც ხარისხით უტოლდებოდა იმდროინდელ ინგლისური წარმოების თოფებს, ღირდა მათთან შედარებით იაფი. მაგ: ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორებიცაა პერდე და ლანკასტერი ღირდა მინიმუმ 500 რუბლი, მაშინ როცა გონნოს სანადირო თოფი ღირდა 300-350 რუბლი.
პირველად გონნო ცნობილი გახდა იარაღის მსოფლიო გამოფენაზე
1867 წელს ქალაქ პარიზში, სადაც მას წარმოდგენილი ჰქონდა ლეფოშეს სისტემის სანადირო თოფი. უნდა ვივარაუდოთ, რომ გონნო იმ დროისთვის უნდა ყოფილიყო საკმაოდ გამოცდილი მეიარაღე, რადგან ახალბედები ასეთი დონის გამოფენებზე არ დაიშვებოდნენ. ასევე გონნოს 1873 წლის იარაღის მსოფლიო გამოფენაზე ქალაქ ვენაში წარმოდგენილი ქონდა რამოდენიმე სანადირო თოფი და კარაბინი.
1886 წელს რუსული ტექნოლოგიების გამოფენაზე გონნომ წარმოადგინა სანადირო თოფი იმ დროისთვის უახლესი გამოგონებით, როგორიც იყო იჟექტორი.
გონნო ამზადებდა იარაღებს, როგორც გარე ასევე შიდა ჩახმახებზე, შტუცერებს და პარადოქსებს. ის ცდილობდა იარარების გრავირებას ინგლისურ სტილში, რომელიც არცთუ ისე ცუდად გამოსდიოდა. გონნო ხშირად უკვეთავდა ცნობილ ინგლისურ ფირმებს თოფებს, რომლებსაც ის ხვეწავდა, უმატებდა თავის შტრიხებს და აქცევდა სრულყოფილების
ნიმუშად.
დღევანდელ დღემდე შემორჩენილია გონნოს მიერ შექმნილი იარაღის სულ რამოდენიმე ეგზემპლარი, აქედან სამი ერთეული ინახება პეტერბურგის ისტორიულ მუზეუმში, ხოლო რუსეთის მაშტაბით რეგისტრირებულია სულ ათამდე. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ გონო იარაღზე ავტოგრაფს აკეტებდა ფრანგულ ენაზე ( N. Gonneaud ) და შეიძლება ბევრი მფლობელი ვერც კი ხვდებოდეს, რომ ის არის უიშვიათესი რუსული იარაღის მფლობელი.
გონნოს ერთ-ერთი შეგირდი
იყო გამოჩენილი მეიარაღე ფრანც იოსიპოვიჩ მაცკა.
დამატებითი
ინფორმაცია იხილეთ ლინკზე:
http://www.kaliningrad-fishing.ru/hunter/o-hoz/hpres-0113.html
http://forum.guns.ru/forum/187/896479.html