x
image
cindarella
Louis Vuitton-is დაარსების ისტორია

image
ლუი ვიუტონი(ფრანგ.Louis Vuitton, ზოგჯერ უბრალოდ LV) ფრანგული მდიდრული მოდის და ტყავის ნივთების ბრენდია. კომპანიის სათაო ოფისი პარიზში მდებარეობს.ბრენდი თანამშრომლობს მარკეტინგისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე ცნობილ ადამიანებთან.image

დღეისათვის Louis Vuitton-ის ლოგო ამშვენებს ჩანთებს, ჩემოდნებს თუ საფულეებს მთელი მსოფლიოს გარშემო.ამ ფირმის ისტორია დაიწყო იმ დღიდან, როდესაც 33 წლის ლუისმა პარიზში გახსნა ჩემოდნების მაღაზია.ლუისი დაიბადა 1821 წელს, პატარა ქალაქში.14 წლის ასაკში მან დატოვა სახლი და დასახლდა პარიზში.2 წლის შემდეგ ის ნაპოლეონ მესამემ აირჩია, რათა გაეკეთებინა ჩემოდნები იმპერატრიცა ეუჯინის კაბებისათვის.

ლუის ვუიტონის შექმნილი ჩემოდნები გამოირჩეოდნენ თავისი პრაქტიკულობით.ლამაზმა დიზაინმა და მაღალმა ხარისხმა მისი ნამუშევრები პოპულარული გახადა პარიზის მაღალ საზოგადოებაში.1860 წელს მან ქარხანა გააფართოვა და ასნიერესში გადავიდა საცხოვრებლად.მან მალევე გაითქვა სახელი საფრანგეთის გარეთაც.1867 წელს აიღო ბრინჯაოს მედალი მსოფლიო ბაზარზე, ხოლო უკვე 1889 წელს კი ოქროსი.

ლუის ვუიტონი გარდაიცვალა 1892 წელს, 71 წლის ასაკში.მამის გარდაცვალების შემდეგ, მისმა შვილმა-ჯორჯ ვუიტონმა განაგრძო მისი საქმე და “Louis Vuitton" აქცია მსოფლიო მარკად.


1893-1936 წლებს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ამ ბრენდის ოქროს წლები.ეს ყველაფერი კი დაიწყო 1893 წელს მსოფლიო ბაზარზე ჩიკაგოში.ერთი წლის შემდეგ კი ჯორჯმა გამოაქვეყნა წიგნი “La Voyage"(მოგზაურობა).ჯორჯმა დაიწყო მოგზაურობა ამერიკაში პროდუქციის გასაყიდად, რამაც უფრო მეტად გაუზარდა შემოსავალი.1901 წელს “Luis Vuitton"-მა ახალი საუკუნის დაწყება აღნიშნა ახალი პროდუქტის გამოშვებით.ეს იყო საფირმო ქაღალდის ჩანთა შეძენილი ნივთების ჩასაწყობად.ერთი წლის შემდეგ იგი მიიწვიეს ჟიურის წევრად წმ.ლუისის მსოფლიო ბაზარზე.ამავე წელს მან გამოუშვა ქაღალდის ჩანთების ახალი ხაზი.ასევე გაუჩნდა იდეა შეექმნა პატარა ჩანთები სუნამოებისა თუ პარფიუმერიის ჩასაწყობად.

image

1914 წელს ფირმამ პარიზში გახსნა სამგზავრო ნივთების მსოფლიოში ყველაზე დიდი მაღაზია.მას მალევე მოჰყვა მაღაზიების გახსნა ნიუ იორკში, ლონდონში, ვაშინგტონში, ალექსანდრიაში, ბომბეისა და ბუენოს აირესში.1924 წელს გამოუშვა სამგზავრო ჩანთების სერია, რომელიც ძალიან მოსახერხებელი იყო ნივთების ჩასალაგებლად და ასევე მოსახმარადაც.5 წლის შემდეგ ფირმამ იზეიმა 75 წლისთავი.

1930 წლის დასაწყისისათვის ლუის ვუიტონმა გამოუშვა რამოდენიმე ჩანთა, რომლებიც ცნობილები გახდნენ თავიანთი მოსახერხებელი დიზაინითა და ეგზოტიკური მასალით.მაგალითად, გლამურული ჩანთები შექმნილი იყო ნიანგის ტყავისაგან.

ფირმის ისტორია ტრაგიკულად შეიცვალა, როდესაც გარდაიცვალა ჯორჯ ვუიტონი და ამით დასრულდა კომპანიის ოქროს წლები.კომპანიის მართვა განაგრძო მისმა შვილმა გასტონ-ლუის უიტონმა.

1951 წელი შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულ წლად, რადგანაც ფირმამ ამ წელს მიიღო შეკვეთა პრეზიდენტ აურილოისგან, რომელსაც დაუმზადეს სამოგზაურო კომპლექტი.1959 წელს კი ნაჭრის დამუშავების ახალი მეთოდი გამოიგონეს, რამაც გააადვილა მუშაობა და ჩანთების დიდი რაოდენობა გამოუშვეს.შემდეგი 7 წლის განმავლობაში ფირმამ შექმნა 25 ახალი პროდუქტი.

გასტონ-ლუის ვუიტონი გარდაიცვალა 1969 წელს-ერთი წლის შემდეგ, რაც მან გახსნა ახალი გაყიდვების ოფისი იაპონიაში.ამას მოყვა მაღაზიების გახსნა ტოკიოსა და ოსაკაში.

1977 წელს კომპანიის ჰოლდინგი გაფორმდა.1980 წელს გაიხსნა პირველი მაღაზია სამხრეთ კორეაში, კერძოდ სეულში.

ფირმის ისტორიაში დიდი როლი ითამაშა იმანაც, რომ ის შეუერთდა კომპანიას სახელად “Moet Hennesseey".ახალი ჰოლდინგი გაფორმდა1987 წელს, სახელით LVMH.ეს ჰოლდინგი ფლობს 50-ზე მეტ განსხვავებულ შვილობილ კომპანიას.მათ შორის ყველაძე ძველია ფრანგული ღვინის კომპანია“Chateau d'Yquem", რომელიც 1593 წელს დაარსდა.ლუის ვუიტონის ნაწილი კონტროლდება დიორის მიერ.

0
144
2-ს მოსწონს
ავტორი:cindarella
cindarella
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0