ლექსი..........
ნისლით დაბურულ ქუჩაში
სულ მარტო დავიარები
ამ სამყაროში მაწუხებს
მე სევდის ნაიარები,
სუფევს სიწყნარე ქუჩის კუთხეში
სძინავს ყოვლისფერს, სძინავს ბუნებას
მუზამ ჩამითრია თავის მორევში
როგორც ბამბუკი ტყეთა ტბორებში
ავხედე ზეცას, გავხედე გუმბათს
ღამის ლანდები იწყებენ ცეკვას
რატომღაც ფიქრე და სევდა მგუდავს
სადღაც შორს ზარები რეკავს
შენ რომ წახვედი, ჩავიდა მთვარე
ის დაემალა სევდიან თვალებს
იმ დღიდან აღარ ჩანს მთვარე
სევდა აწუხებს ცრემლიან თვალებს...