ბაჩო ახალაია, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, რომელიც
ჯარისკაცების ცემისა და დამცირების ბრალდებით წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
მთავარი პროკურორის განმარტებით არ არის გამორიცხული, რომ მისი ბრალეულობა დამძიმდეს სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის შემდეგ. თუ რა გავლენას მოახდენს ყოველივე
ზემოთაღნიშნული ქვეყნის საგარეო თუ საშიონაო პოლიტიკაზე ჯერჯერობით უცნობია.
2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბაჩო ახალაიამ თავის “თანამებრძოლებთან“ ერთად საქართველო დატოვა, გავრცელებული ინფორმაციით თურქეთს შეაფარეს თავი. ნოემბრის დასაწყისში შსს-მ
გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაჩო ახალაიამ ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანას პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა. ფაქტი ერთია, საქართველოში
მის დაბრუნებას არავინ ელოდა.
ბაჩო ახალაია “ჩაბარდა“ თუ ეს იყო გონივრული სვლა, გამხდარიყო
პირველი პოლიტიკური პატიმარი?
საზოგადოების ნაწილი ორ ჯგუფად გაიყო, ნაწილი მის დასჯას მოითხოვს, ხოლო მეორე მხარე თვლის რომ ის პოლიტპატიმარია, უდანაშაულოა და დაუყონებლივ
გათავისუფლებას მოითხოვენ.
ბაჩო ახალაია - პოლიტპატიმარი თუ დამნაშავე???