შოუბიზნესი რის გამო დაატოვებინეს გადაცემა "ცეკვავენ ვარსკვლავები" შოუს ერთ-ერთ მონაწილეს? 2012, 15 ნოემბერი, 13:17 "ცეკვავენ ვარსკვლავების" რუსული ანალოგში ჟიურის თავჯდომარემ პროექტის ერთ-ერთ მონაწილეს შოუ დაატოვებინა.რა გახდა ამის მიზეზი სტატიიდან შევიტყობთ.
პაველ პრილუჩნოისა და ქსენია დიმიტრიევას გამოსვლის შემდეგ ჟიურის თავმჯდომარემ, ელენა ჩაიკოვსკაიამ მსახიობი უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა და პროექტის დატოვება მოსთხოვა.მან აღნიშნა, რომ ოპერატორები, გამნათებლები და პროექტის სხვა ორგანიზატორები აქტიურად ეხმარებიან პაველს, ნაწილ ცეკვას ხან ბავშვები ასრულებენ, ხან ზემოდან ჩამოგიშვებენ და ა.შ. მაგრამ ელენას თქმით მას არ სურს პაველის მონაწილეობით პროექტის რეიტინგი დაეცეს.
უნდა აღინიშნოს, რომ პაველი ცნობილი მსახიობია და საკმაოდ ბევრ პროექტში მონაწილეობს. მიუხედავად იმისა, რომ ის ფიზიკურად ვერ ასწრებდა დიდი დროის გატარებას ცეკვაში პაველიმაინც ღირსეულად გამოდიოდა და ასრულებდა ცეკვას პარტნიორთან ერთად.
პაველს ჟიურის ეს გადაწყვეტილება არ გაუპროტესტებია.აღნიშნა, რომ მისთვის ეს ყველაფერი გაუგებარი იყო. როგორც მისმა მეუღლემ განაცხადა ის ვერ ასწრებდა ამდენ პროექტში მონაწილეობას და თვითონვე აპირებდა განცხადების გაკეთებას იმის შესახებ რომ ის პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებს"ტოვებდა, მაგრამ ყველაფერი სხვანაირად მოხდა.
ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ნიკოლოზ ცისკარაძემ პაველს უთხრა, რომ ძალიან სამწუხაროა ის რომ ჟიურის თავჯდომარის გადაწყვეტილებას არ აპროტესტებთ რადგან თქვენ გამარჯვების ერთ-ერთი პრეტენდენტი იყავით 3391 12-ს მოსწონს
|