ასეთი განცხადება გააკეთა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა, მისი თქმით ახალაია ახალი ხელისუფლების პირადი პატიმარია. მისი თქმით, ბაჩო ახალაიას დამსახურებაა ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში თავისუფლად დადიოდნენ და ხალხს საკუთარი შვილების ქუჩაში გაშვების არ ეშინოდათ.
ნადარეიშვილის თქმით, ახალაია, რომელიც წლების მანძილზე ქურდებს ებრძოდა, დღევანდელმა ხელისუფლებამ ქურდებთან ერთად საპატიმროში მოათავსა, ამიტომ სხვა დაწესებულებაში მის სასწრაფო გადაყვანას მოითხოვს.