თავისუფლება, თუ ხამობა.
მინდა ჩემი აზრი გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ საიტზე მრავლადაა ისეთი მომხმარებელი, რომელიც უმეტესად პორნოგრაფიულ მასალას ამატებს.
არ ვიცი ეს რას დავაბრალო, იმას რომ ხალხი ვერ იკმაყოფილებს თავის სექსუალურ მოთხოვნილებებს, თუ უბრალოდ რაღაცა კომპლექსი აწუხებთ და ჰგონიათ, თუ დიდი რაოდენობით ასეთ მასალას ატვირთავენ რაღაცით უფრო მაგრები გამოჩნდებიან, უფრო უკომპლექსოები და თავისუფლები.
მე პირადად ამას უკვე კომპლექსად და "დაავადებად" ვთვლი. არამგონია ვინმეს
არ მოსწონდეს ლამაზი მანდილოსნის სხეულის ნახვა, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. ამ საიტზე ბევრი გოგოა და დარწმუნებული ვარ არც ისე სასიამოვნოა, როდესაც 10დან 9 მასალა მსგავსი შინაარსისაა... მაგრამ სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ ასეთ მასალას უფრო მეტი მნახველი ჰყავს ვიდრე რომელიმე მართლაც საინტერესო სურათს, სტატიას, ან თუნდაც ვიდეოს. მე ასეთი მასალის ატვირთვისგან თავს ვიკავებ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ეს ჩემს შემოსავალს საგრძნობლად გაზრდის. ბოლოს და ბოლოს ამ საიტზე, თუ პორნო მასალის სანახავად შემოდის ვინმე, ვეტყვი, რომ კაი ხანია უკვე შექმნილი შესაბამისი პროფილის საიტებიც. მე პირადად არ მინდა ამ საიტს მსგავსი სახელი "აეკიდოს" და ვინმეს პორნო საიტის "თანამშრომელი" ვეგონო, ამიტომ გთხოვთ, რამენაირად შეამციროთ მსგავსი მასალის რაოდენობა.
არ ვიცი ამ სტატიას რა გამოხმაურება მოჰყვება, მაგრამ გთხოვთ თქვენი აზრი დააფისიროთ კომენტარებში. ჩემთვის მისაღები იქნება უარყოფითი და დადებითი აზრიც.
მათ კი ვინც მხოლოდ ასეთი მასალის სანახავად შემოდის ამ საიტზე, გთხოვთ გადახედოთ ფოტოს.