x
image
მირანდა ანდრონიკაშვილი
პლანეტის ყველაზე იდუმალი ადგილები
image


დედამიწა სავსეა ისეთი ადგილებით, რომლებიც უამრავ საიდუმლოს ინახავენ. ადამიანის ბუნება კი მუდამ ცდილობს შეუცნობელი შეიცნოს, ამოუცნობს ჩასწვდეს და თვალსაწიერი გაიმდიდროს.

მიუხედავად იმისა, რომ 21_ე საუკუნე ტექნოლოგიური მიღწევების საუკუნეა, ჩვენს პლანეტაზე მრავლადააა ადგილები, რომელთა საფუძვლიანად შესწავლას მეცნიერები ვერ ახერხებენ.

1)ბერმუდის სამკუთხედი


image

დარწმუნებული ვარ უამრავი ისტორია გსმენიათ იმ გამქრალი გემებისა თუ თვითმფრინავების შესახებ, რომლებიც ატლანტის ოკეანის იმ ტერიტორიაზე გაუჩინარდნენ, რასაც მეცნიერები ბერმუდის სამკუთხედს უწოდებენ.

ბერმუდის სამკუთხედი ატლანტის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. იმ ტერიტორიას, რასაც ეს სამკუთხედი ფარავს ''ეშმაკის სამკუთხედათაც'' იხსენიებენ. მეცნიერებმა დიდი დრო დაუთმეს ბერმუდის სამკუთხედის გამოკვლევას, თუმცა მის შესახებ გაკეთებული დასკვნები დღემდე საკამათოა. მაგალითად, წლების მანძილზე თვლიდნენ, რომ ბერმუდის სამკუთხედი უცხოპლანეტელების არსებობას ადასტურებს და მას პარანორმალური ახსნა შეიძლება ჰქონდეს.არსებობს ერთი მოსაზრება, რომელსაც სხვებთან შედარებით მეტი მომხრე გააჩნია. მეცნიერებმა კომპიუტერულად შეისწავლეს ოკეანის ფსკერი და დაადგინეს, რომ ამ ტერიტორიაზე ოდესღაც მეთანის მასიური ამოფრქვევები იყო. ერთ-ერთმა მკვლევარმა განაცხადა: ''ნებისმიერი გემი, რომელსაც მეთანის ''მეგა-ბუშტუკში'' გაეხვევა კარგავს წყლის ზედაპირზე გაჩერების უნარს და ოკეანის ფსკერზე ეშვება. თუ მეთანის გაზის ბუშტუკი საკმარისად დიდია, მას ასევე შეუძლია შთანთქას თვითმფრინავი.'' თუმცაღა ამ საკითხზე კვლევები გრძელდება და შესაძლოა, ხვალ სხვა ჰიპოთეზა შემოგვთავაზონ მკვლევარებმა.

2)სტოუნჰენჯი

image

სტოუნჰენჯი დიდ ბრიტანეთში მდებარეობს. მის შესახებაც ხანგრძლივი პოლემიკა მიმდინარეობდა და დღემდე სადაოა რა მიზნითაა იგი აგებული.

ბრიტანულმა გამოცემებმა: ''The Guardian'', ''Time'', ''Telegraph'' და ''Daily Mail'' გამოაქვეყნეს მეცნიერთა ანგარიში სტოუნჰენჯთან დაკავშირებით. საუკუნეების მანძილზე მეცნიერები თუ ფილოსოფოსები ცდილობენ გაარკვიონ საიდუმლო, რომელსაც სტოუნჰენჯი ათასწლელების მანძილზე მალავდა. რა მიზნითაა უზარმაზარი ქვები წრიულად განლაგებული? ამ კითხვაზე პასუხს ბევრი დრუიდებსა ( კელტი მღვდლები) და უცხოპლანეტელებს უკავშირებდა, თუმცა ბრიტანელი მეცნიერები დაბეჯითებით აცხადებენ, რომ მათ ამ ამოუცნობი ფენომენის ნამდვილ საიდუმლოს ფარდა ახადეს.

მკვლევარები ამბობენ, რომ სტოუნჰენჯი არის ბრიტანული ქვის ხანის სიმბოლო და თითოეული ქვა სხვადასხვა ტომობრივ ფრაქციას წარმოადგენს. მათ აარჩიეს ადგილი რომელიც წარმოადგენს ზაპხულის ბუნიობისა და ზამთრის ნაბუნიობის ღერძს. გასაკვირი არაა, რომ ასეთი ადგილი ბრიტანეთის ამ უძველეს მკვიდრებს მსოფლიოს ცენტრად მიაჩნდათ. სწორედ, ამიტომ მათ უზარმაზარი მეგალითების აღსამართად ეს ადგილი აარჩიეს. მეცნიერები ამბობენ, რომ სტოუნჰენჯი არც ისეთი უნიკალურია, როგორიც ის ერთი შეხედვით ჩანს. ცნობილია, რომ სტოუნჰენჯამდეც არსებობდა სხვა მსგავსი ქვის მონუმენტები.

3) აღდგომის კუნძული

image

აღდგომის კუნძული ჩილეს ეკუთვნის, თუმცა წყნარი ოკეანის სამხრე აღმოსავლეთით მდებარეობს. ხალხმა, რომლებიც უწინ ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, რამდენიმე შთამბეჭდავი და უნიკალური ქვის ნამუშევარი დაგვიტოვა. ისინი ადგილობრივებმა ვულკანური ფერფლისგან გააკეთეს. მათი რიცხვი 887 შეადგენს და ისინი ყველა ერთი მიმართულებით იყურებიან. სწორედ ესაა მთავარი კითხვა. რა არის მათი მზერის ობიექტი.























1
369
6-ს მოსწონს
ავტორი:მირანდა ანდრონიკაშვილი
მირანდა ანდრონიკაშვილი
369
  
2012, 15 ნოემბერი, 19:28
საინტრესოა
0 1 1