კულტურა სასახლეები მოჩვენებებით 2014, 31 მარტი, 16:33 შუა საუკუნის სასახლეებსა და კოშკებს ყოველდღიურად უამრავი მნახველი სტუმრობს. შოტლანდიური, ფრანგული, ავსტრიული, გერმანული სასახლეები მართლაც უამრავ ტურისტს იზიდავს. თუმცა არსებობს თქმულებები, რომ ზოგიერთ სასახლეში კვლავაც ცხოვრობენ გარდაცვლილი მეფე-დედოფლისა თუ მსახურების სულები. ეს კი ვიზიტორებისთვის ადგილს უფრო მიმზიდველს ხდის, რადგანაც ყველას სურს ასეთი საოცარი თავგადასავალი. თუმცა საკითხავი ისაა, ნამდვილად უნახავს ვინმეს მოჩვენება, თუ უბრალოდ ხრიკია ტურისტების მისაზიდად. ედინბურგის სასახლე შოტლანდიაში მდებარეობს. იგი მე12 საუკუნეშია აშენებული. მოჩვენებების ბევრს არ სჯერა, თუმცა სასახლე Time Magazine-მა დედამიწის ყველაზე საშიშ ადგილად დაასახელა, რამაც ედინბურგის ისტორიული ადგილი კიდევ უფრო პოპულარულ სანახაობად აქცია. ინგლისელები ედინბურგის სასახლეს პარანორმალური აქტივობების ცხელ წერტილს უწოდებენ. სიაში მომდევნო ჩილინგჰემის სასახლეა, რომელიც ასევე დიდ ბრიტანეთში მდებარეობას და მე12 საუკუნეშია აშენებული. სასახლე იმისთვის აიგო, რომ შოტლანდიელთა თავდასხმები მოეგერიებინათ. სასახლე დღისით არც ისე შემზარავია, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ღამღამობით სასახლის ეზოში ბავშვი მოჩვენებები დარბიან. ჰაუსკას სასახლე ჩეხეთის რესპუბლიკაში მდებარეობს. იგი მე13 საუკუნეშია აგებული პრაღის ტყის ჩრდილოეთ ნაწილში. სასახლე სტრატეგიული ობიექტი არასოდეს ყოფილა. თუკი სასახლეს დაათვალიერებთ გიდები გეტყვიან, რომ სასახლეში არავინ ცხოვრობდა და არც თავდაცვითი ფუნქცია არ ჰქონია. მასში არსებობს საიდუმლო კარი სხვა სამყაროსკენ. ფაქტია, რომ ამ ისტორიის შემდეგ სასახლეს უფრო მეტი დამთვალიერებელი ჰყავს. ელცის ციხე-კოშკი გერმანიაში მდებარეობს და იგი 1157 წელსაა აშენებული. სასახლის ინტერიერი ძალიან მდიდრულია. ამბობენ, რომ შუა საუკუნეების რაინდები კვლავაც დარაჯობენ სასახლეს. ბარდის ციხე-სიმაგრე კი იტალიაში მდებარეობს. იგი მე10 საუკუნეშია აგებული. ციხე-სიმაგრის ისტორია რომაულ მითოლოგიას უკავშირდება. სასახლე "რომეო და ჯულიეტას" მსგავს ისტორიას ინახავს, თუმცა წყვილი იტალიელი იყო; "მორელი და სოლესტე". ამბობენ, რომ ისინი სასახლის დერეფნებში დღემდე დაიარებიან. დრაგსჰოლმის სასახლე დანიაში მდებარეობს და 1215 წელსაა აშენებული. გადმოცემის თანახმად, სასახლეში თეთრი ქალბატონი ცხოვრობს, რომელიც შუაღამისას ფანჯრებიდან იყურება. რუმინეთში კი 1212 წელს აგებული დრაკულას სასახლეა, რომელიც უამრავ დამთვალიერებელს იზიდავს უფრო მეტად თავისი იდუმალი ისტორიით, ვიდრე ძველი არქიტექტურით. 139 1-ს მოსწონს
|