კინო Twilight Breaking Down პრემიერა 2012, 14 ნოემბერი, 20:36 გუშინ ჰოლივუდში გაიმართა ბინდის საგის მეოთხე ნაწილის პრემიერა. როგორც იცით აღნიშნული ნაწარმოები 4 წიგნისაგან შედგება, თუმცა რეჟისორების გადაწყვეტილებით ბოლო წიგნი ორ ნაწილად გადაიღეს. პირველი ნაწილი მოიცავს ბელას ადამიანური ცხოვრების პერიოდს, მის ქორწილსა და მის ორსულობას, ხოლო მეორე ნაწილი ბელას გავამპირების შემდგომი პერიოდია, სადაც ის და მისი ოჯახი უამრავ პრობლემას შეხვდება. მოლოდინი ფილმისადმი ძალიან დიდი იყო, ამას ისიც მოწმობს, რომ ფილმის ერთგული თაყვანისმცემლები პრემიერის ადგილას 4 დღით ადრე შეიკრიბნენ, კარვებში დაბანაკდნენ და საკუთარი კუმირების გამოჩენას ელოდნენ წითელ ხალიჩაზე. გარდა ფილმისა, მაყურებლები და ზოგადად მოდის კრიტიკოსები მსახიობთა ჩაცმულობასაც აკვირდებიან, ფილმის მთავარი გმირის - ბელას როლის შემსრულებელი კრისტიან სტიუარტი საკმაოდ თამამი კაბით გამოცხადდა პრემიერაზე. ჯერ-ჯერობით უცნობია როგორი იქნება ამ ფილმის შემოსავალი, თუმცა მეოთხე წიგნის პირველი ნაწილის ეკრანიზაციამ ჰარი პოტერის რეკორდები გაქირავებაში ვერ მოხსნა. გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს, რომელიც მსახიობებს წითელ ხალიჩაზე გადაუღეს საქართველოში ფილმის პრემიერა 22 ნოემბერს შედგება. 78 5-ს მოსწონს
|