x
image
bellatrix
ფილმები საუკეთესო დასაწყისით

imageკარგი კინო ჩემი სუსტი წერტილია. ძალიან ბევრი ფილმი მინახავს, ყოფილა მათ შორის ყველა ჟანრის ფილმი და ისეთებიც, რომელთაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. არსებობს ფილმების კატეგორია, რომელიც სადღაც 15-20 წუთის მერე ისე "გითრევს" ვერც იგებ, ზოგი ფილმი დინამიურად საინტერესოა, ზოგი თავიდანვე გაინტერესებს და ზუსტად ასეთ ფილმებზე მინდა მოგითხროთ. იმ უამრავი ფილმიდან, რაც მინახავს შემიძლია გამოვყო სამი ფილმი, რომელთა პირველი 5 წუთი გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემთვის და ფილმის ბოლომდე ფართოდ გახელილი თვალებით ვიჯექი კინოთეატრში, ტელევიზორთან თუ კომპიუტერის მონიტორთან. მაშ ასე მესამე ადგილზე არის ფილმ ჯეიმს ბონდი ოპერაცია სქაიფოლის დასაწყისი:


როგორც არაერთხელ აღვნიშნე, არაჩვეულებრივი მუსიკალური გაფორმება აქვს ფილმს და დასაწყისიც ისე არაჩვეულებრივად არის აწყობილი და ფილმიც ისე კარგად ვითარდება, რომ ვერ გავიგე როგორ გავიდა დაახლოებით 150 წუთი. მეორე ადგილზე ჩემს სამეულში გავიდა სტიგ ლარსონის წიგნის "გოგონა დრაკონის ტატუთი"-ს ეკრანიზაციის დასაწყისი:

ხოლო რაც შეეხება პირველ ადგილს ... ეს არის ფილმი აკრძალული დარტყმის დასაწყისი ! თავად ნახეთ და შეაფასეთ, რომ ის მართლაც საუკეთესოა

0
47
2-ს მოსწონს
ავტორი:bellatrix
bellatrix
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0