ქალი წარბების მოვლა 2012, 14 ნოემბერი, 12:23 სახის სილამაზეს ხაზს უსვამს სწორად შერჩეული და გაკეთებული წარბის ფორმა. თითოეული სახისთვის არსებობს წარბების ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. წარბების ფორმის მიცემა და ამოქნა წარბის ქვედა ნაწილში წამოზრდილი თმის საშუალებით ხდება. წარბის სისქე იგივე უნდა დავტოვოთ, წარბის ზედა ნაწილის კორექციის ხარჯზე. კორექცია ნიშნავს ბუსუსების მოცილებას წარბის ზემოდან და არა სერიოზულ ცვლილებებს. მანამ სანამ წარბის ამოქნას დაიწყებთ წარბები დაივარცხნეთ ჯაგრისით. მახვილწვერიანი ფანქრით მოხაზეთ წარბის სასურველი კონტური.ამის შემდეგ წარბს მოაცილეთ თმის ყველა ის ღერი, რომელიც კონტურის გარეთ მოექცა. გაისუფთავეთ კანი სპირტიანი ტამპონით და წაისვით მკვებავი. 1213 6-ს მოსწონს
|