საზოგადოება ნანუკა ჟორჟოლიანი - ,,რატომ აღარავინ საუბრობს ციხის წამებებზე" 2012, 14 ნოემბერი, 11:20 მას შემდეგ რაც ნანუკა ჟორჟოლიანის საავტორო გადაცემა დაიხურა, ჟურნალისტი წყენას ვერ მალავს და ვერც თავის პოლიტიკურ შეხედულებებს. ახალი მთავრობის ყოველი ქმედება და განცხადება მის ფეისბუქის გვერდზე განსჯის საგანი ხდება :“ არჩევნები ახლოვდებოდა. ერის ნაწილს არჩევანი გაკეთებული ჰქონდა. ნაწილი ფიქრობდა... ეთერში გავიდა ამაზრზენი კადრები. ყველაზე საშინელი თუ კი რამე ცხოვრებაში მინახავს. ამ კადრებმა ვინც ფიქრობდა მათ კი არა...მაშინდელი ხელისუფლების მომხრეების ნაწილსაც კი გადააფიქრებინა ხუთიანის შემოხაზვა(რაც ლოგიკური იყო). მანამდე იყო უკმაყოფილო საზოგადოება! ხშირად ძალიან ობიექტურად ბევრ საკითხთან მიმართებაში... და ამ ფონზე მიპასუხეთ კითხვაზე... რატომ დაიწყო ყველაფრის ჯარის დისკრედიტაციით? ხაზს ვუსვამ ამით რატომ დაიწყო?? ესაა მხოლოდ ჩემი კითხვა და არავის ეგონოს რომ თუ ჯარისკაცის უფლებები ირღვეოდა ეს გამოსაძიებელი არაა! გამოსაძიებელია, მაგრამ რატომ დავიწყეთ ყველაფრის გარკვევა იმის მტკიცებით რომ ნატოს სტანდარტებით ჯარს კი არ ვაშენებდით არამედ იქ თურმე მხოლოდ ჯარისკაცებს ამცირებდნენ, სცემდნენ.... ეს მოახდენს თუ არა ჯარის დემორალიზებას? ჯარი იყო ყველაზე დიდი პრობლემა? რატომ აღარავინ საუბრობს ციხის წამებებზე..იმ კადრებზე... საქმეებს პრიოტეტების და სიმძიმეების მიხედვით იძიებენ და საქართველოს შეიარაღებული ძალები რატომ გახდა პირველი დარტყმის თემა! მადლობა წინასწარ!" 2783 8-ს მოსწონს 2-ს არა
|