სხვა გეი,რომელიც ალიმენტებს იხდის 2012, 13 ნოემბერი, 23:36 ეს კურიოზული ისტორია დაიწყო იმით, რომ არატრადიციული ორიენტაციის მქონე მარკ ლანგრიჯი დაეხმარა თავის ლესბოსელ დაქალს, რომელსაც ძალიან სურდა შვილის გაჩენა და ორიენტაციიდან გამომდინარე კაცთან დაწოლა არ შეეძლო.მარკი მისი დონორი გახდა ხელოვნური განაყოფიერებისას და ცხრა თვეში ქალს ტყუპი ქალიშვილი შეეძინა.მზრუნველმა დედიკომ რამდენიმე წელი მარტომ არჩინა პატარა გოგონები, მაგრამ 12 წლის შემდეგ მათ გეი მამიკოს მიუკაკუნა და შვილების სარჩენად თანხა მოსთხოვა.მარკმა განაცხადა, რომ ის და თავისი შეყვარებული შონი შვილების ყოლას არ გეგმავდნენ, თუმცა სხვების დასახმარებლად დონორობაზე უარს არ ამბობდნენ(და რით გადაუხადეს სიკეთე!). მოკლედ, ამ ქველმოქმედს სასამართლომ ყოველთვიურად ალიმენტის სახით ათასი დოლარის გადახდა დააკისრა, ხოლო მის ლესბოსელ დაქალს არაერთი საზოგადოებრივი გაერთიანება უჭერს მხარს. 746 8-ს მოსწონს
|