ბრიტანეთში დაიბადა ბავშვი უიშვიათესი სინდრომით, სახელად Vasa Previa, რაც ნიშნავს, რომ მას საერთოდ არ გააჩნია ორგანიზმში სისხლი.ბავშვის დედა ფეხმძიმობის 37-ე კვირაზე ძლიერი სისხლდენით მიიყვანეს საავადმყოფოში, რის გამოც ექიმები იძულებულები გახდნენ მისთვის საკეისრო კვეთა გაეკეთებინათ.წარმოიდგინეთ ექიმების გაოცება, როცა მათ აღმოაჩინეს, რომ ახალშობილს წვეთი სისხლიც კი არ გააჩნდა სხეულში.ჩვილი მკვდარს ჰგავდა, კანი საშინლად თეთრი ჰქონდა და არც გული უცემდა.მედიკოსებმა სასწაულით შეძლეს მისი გადარჩენა სისხლის სასწრაფო გადასხმის შედეგად და დაბადებიდან 25 წუთის შემდეგ, პატარა ოლივერის გულმა ცემა დაიწყო.