x
მეტი
  • 16.07.2024
  • სტატია:135992
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510278
ხვრინვის საწინააღმდეგო 10 ხერხი
image1.არ დაიძინოთ ზურგზე :ასეთ სიტუაციაში, ენა ხელს უშლის სასუნთქი გზების თავისუფალ მუშაობას.

image
2.ეცადეთ გახდომას : დიდი წონა ასუსტებს სასუნთქ გზებს.სწორედ ამიტომ, რამდენიმე კილოგრამის დაკლება განაპირობებს ხვრინვასთან დაკავშირებული პრობლემის გარანტირებულ მოგვარებას.

image
3.უარი თქვით ალკოჰოლზე :ალკოჰოლი ნერვულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს.შედეგად კი კუნთები და მათ შორის, ყელის კუნთებიც ეშვება.

image
4.უარი თქვით ნიკოტინზე : აღსანიშნავია, რომ მწეველი არამწველზე ორჯერ ძლიერად ხვრინავს.


image
5.კარგად გამოიძინეთ : თუ თქვენ აქტიური ცხოვრებიტ ცხოვრობთ და რე რამეში ძალიან ცოტა გძინავთ, ადრე თუ გვიან, ორგანიზმი დასვენებასა და კუნთების მოშვებას მოგთხოვთ, ეს კი აუცილებლად განაპირობებს ხვრინვას.

6.გამოიყენეთ ცხვირის სპეციალური ლენტები : ლენტები ეხმარება სასუნთქ გზებს და მათ გაფართოებულ მდგომარეობაში ინარჩუნებს.

7.მოიგვარეთ ცხვირთან დაკავშირებული პრობლემები :გაციება, ალერგია და ცხვირთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები ადამიანს აიძულებს პირით ისუნთქოს და ხვრინვის გარანტიას იძლევა.

8.ერიდეთ ალერგიის გამომწვევ მიზეზებს : დამტვერილმა ბალიშმა, შესაძლოა სხვადასხვა ტიპის ალერგია გამოიწვიოს, სწორედ ამან, შესაძლოა ხვრინვამდე მიგიყვანოთ.

9.დალიეთ რაც შეიძლება ბევრი წყალი : გაუწყლოებაც ერთ–ერთი ხვრინვის გამომწვევი მიზეზია.

10.არ გამორიცხოთ მძიმე დაავადებები.

0
466
8-ს მოსწონს
ავტორი:ახალი თაობა
ახალი თაობა
466
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0