სიახლეები მსოფლიოში ყველაზე მძლავრი ელექტრომობილი 2012, 12 ნოემბერი, 22:52 ახალი Mercedes-Benz SLS AMG Electric Drive ყველაზე მძალავრი ელექტროქარია მსოფლიოში. მოდით უფრო მეტი გავიგოთ ამ საოცარი ავტომობილის შესახებ და დავტკბეთ მისი ფოტოებით.2012 Mercedes-Benz SLS AMG Electric Drive ახლახან წარმოადგინეს პარიზის ავტოსალონზე. დღეის მდგომარეობით ეს შთამბეჭდავი კუპე SLS AMG შეკვეთისათვის ყველაზე ძვირი მერსედესია. მისი ფასი 538 000 აშშ დოლარს შეადგენს. ის 2.5-ჯერ ძვირია ვიდრე ჩვეულებრივი SLS.ამ მკვეთრ ლურჯ ფერს მოჰყვება შესაბამისი შიგთავსიც. ახალი SLS ელექტროძრავით 100 კმ/სთ სისწრაფეს 3.8 წამში აღწევს და მისი მაქსიმალური სისწრაფე 155 მილია. ოთხი ელექტროძარავი (ერთი თითო ბორბალზე) იკვებება ლითიუმ-იონის აკუმულატორისგან და ისინი ერთად 740 ცხენის ძალას გამოყოფენ. ამასტან თითოეულ საბურავს შეუძლია ინდივიდუალურად დამუხრუჭება.აკუმულატორი განლაგებულია იქ სადაც ჩვეულებრივ SLS-ს ბენზინის ბაკი აქვს. აკუმულატორი 864 დამოუკიდებელი ბლოკისგან შედგება და ის ბრიტანეთში მდებარე Mercedes-Benz AMG-ის განყოფილებაში შეიმუშავეს. მძლავრი ელემენტი უახლეს მონიტორინგის სისტემასთან ერთად მუშაობს, რომელიც მას გადახურებისგან იცავს.სტანდარტული 230 ვოლტიანი ქსელიდან ელემენტის სრულ დატენვას 20 საათი ესაჭიროება. თუმცა ავტომობილს მოჰყვება სპეციალური დამტენი, რომელსაც დატენვის დროს 3 საათამდე დაჰყავს. ასევე ელემენტი იტენება დამუხრუჭებისას. ავტომობილი გაყიდვაში შემდეგ წელს გამოვა. 191 7-ს მოსწონს
|