ტურისტთა ნაწილი მოგზაურობისას კომფორტული, თანამედროვე და საჭირო ინვენტარით აღჭურვილ საცხოვრებელს თუ სასტუმროს არ ეტანება. ისინი რაიმე ინოვაციურის, განსხვავებულის ძიებაში არიან.
სწორედ ასეთი ტურისტებისათვის შვედეთში ააგეს უჩვეულო სასტუმრო, რომელიც მთლიანად ყინულისგან არის აშენებული.
სასტუმრო სახელწოდებით Icehotel, შვედეთში სოფელ იუკასარვში მდებარეობს. ცხადია, სასტუმრო სეზონურია. იგი იგება ყოველი წლის დეკემბერში და მოქმედია აპრილამდე. მთელი სასტუმრო შექმნილია თოვლისგან, ყინულის ბლოკებისგან. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ლოგინები, დანარჩენი, მათ შორის ჭიქებიც კი ყინულისგან არის დამზადებული.
სასტუმროს შექმნის იდეას საფუძველი 1989-1990 წლებში ჩაეყარა, როდესაც იმ რეგიონში ყინულის ქანდაკებების გამოფენები იმართებოდა. ერთხელაც სასტუმროებში სტუმრებისათვის
საკმარისი ოთახები აღარ იყო და რამდენიმე მათგანმა ღამის საგამოფენო დარბაზში გატარება გადაწყვიტა.
ამჟამად სასტუმრო, სადაც ტეპერატურა –5 გრადუსია, პოპულარობით სარგებლობს და თავის სეზონზე ახალ დამსვენებლებს ელის.