მოგზაურობა ყინულის სასტუმრო 2012, 12 ნოემბერი, 18:42 ტურისტთა ნაწილი მოგზაურობისას კომფორტული, თანამედროვე და საჭირო ინვენტარით აღჭურვილ საცხოვრებელს თუ სასტუმროს არ ეტანება. ისინი რაიმე ინოვაციურის, განსხვავებულის ძიებაში არიან. სასტუმრო სახელწოდებით Icehotel, შვედეთში სოფელ იუკასარვში მდებარეობს. ცხადია, სასტუმრო სეზონურია. იგი იგება ყოველი წლის დეკემბერში და მოქმედია აპრილამდე. მთელი სასტუმრო შექმნილია თოვლისგან, ყინულის ბლოკებისგან. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ლოგინები, დანარჩენი, მათ შორის ჭიქებიც კი ყინულისგან არის დამზადებული. 108 10-ს მოსწონს
|