x
image
jango
ყოფილი პატიმარი წამებაში მონაწილე პირების გვარებს ასახელებს

image
ტელეკომპანიების მიერ ვიდეომასალის გავრცელებამდე პატიმრების წამების ფაქტზე განცხადება შს სამინისტრომ გაავრცელა. შსს–ს ცნობით, პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ორგანიზებაში „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის მამა, კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, თამაზ თამაზაშვილი ფიგურირებს. შსს-ს დეტექტივის ნიკა კობახიძის განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად დადგინდა, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანურიმოპყრობის ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ დამკვეთებისთვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისგან მიიღეს. ეს იყო ძველი მთავრობის განცხადება ამ ფაქტებთან დაკავშირებით. გლდანის მე-8 საპყრობილის პატიმრების ინფორმაციით, ვლადიმერ ბედუკაძე ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც პატიმრებს ციხეში ადამიანურად ექცეოდა. ბედუკაძე მსჯავრდებულებს ზოგჯერ წამლებითა და სიგარეტითაც კი ეხმარებოდა.ახლახანს კი ჟურნალისტებმა ახმეტაში ჩააკითხეს ცეზარ მოსახლიშვილის, რომელიც მაგნიტოფონის ქურდობისთვის იყო დაკავებული და იხსენებს იქ გატარებულ სიმწარეს. მოსახლიშვილი ჯანმრთელობა შერყეული დაბრუნდა ციხიდან. პატიმარი, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილეში იხდიდა სასჯელს, ციხეში არსებულ გაუსაძლის პირობებზე საუბრობს და პატიმრების წამებაში მონაწილე პირების გვარებს ასახელებს. ციხეში ცემისა და წამების შედეგად ცეზარ მოსახლიშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია და, ოჯახის წევრების განცხადებით, ხშირად კრუნჩხვებში ვარდება.





7
2904
7-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
2904
  
2014, 22 დეკემბერი, 17:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი drogba-ის კომენტარზე
2014, 22 დეკემბერი, 17:54
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ბაჭუტა-ის კომენტარზე
2014, 22 დეკემბერი, 17:53
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი დალუკა-ის კომენტარზე
2012, 13 ნოემბერი, 21:09
მარტო ეგ არა მთელი ნაცმოძრაობა არარაობებისა და ნაძირლების ხროვა , ნაგვები რეებს უკეთებდნენ ხალხს , მხოლოდ პატიმრები გვეგონა ასეთ მდგომმარეობაში და ჯარისკაცებსაც (ჩემთვის ეს ადამიანები ყოველთვის გმირებად იხატებიან ''მითუმეტეს ისინივინც 2008 წლის ომს შეეწირნენ __ მე და მთელი საქართველო თქვენით ვამაყობთ ,ნათელში გამყოფოთ ღმერთმა ) რა საშინლად ექცეოდნენ ....
2012, 13 ნოემბერი, 20:49
თეა თუთბერიძეც უნდა მიუსვან გვერდით
2012, 12 ნოემბერი, 23:26
ღმერთო ჩემო სტატიის წაკითვაც კი საკმარისია იტირო , 19 სექტემბრის შემდეგ ერთი ვიდეოც არ მიყურებია ,ასე მგონია იგივე რმ განვიცადო რაც პირველი ვიდეოების ნახვისას განვიცადე შეიძლება მოვკვდე , და ამ ყველაფრის შემდეგ ბაჩო ახალაიას ''უტვინო ბრბო'' გმირად რაცხავს , როგორ არ ცხვენიათ ღმერთო ჩემო ......
2012, 12 ნოემბერი, 20:45
:(( საცოდავი:( როგორ გაჭირვებულად ცხოვრობს და ეს უნდოდათ კიდევ?
0 1 7