x
image
jango
ქართული ოცნების წევრები დააპატიმრეს

imageრაც დრო გადის და არჩევნები ახლოვდება, ქართულ პოლიტიკაში ვითარება უფრო იძაბება. იმატა არეულობებმაც, ივანიშვილის ხალხთან შეხვედრის დროს რამდენჯერმე უკვე მოხდა არეულობა. ბიძინა ივანიშვილს პირადად რო ებრძვიან ეს ყველასთვის გასაგებია. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქართული ოცნების დაკავებული წევრებს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა მიუსაჯა. ალბათ სხვა რამეზე ფიქრსაც აზრი არ ჰქონდა, ყველამ იცოდა რომ პატიმრობას მიუსჯიდნენ. ქართული ოცნების წევრები მერაბ კაჭახიძე, ტარიელ ქარდავა და თეიმურაზ შეყლაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მათ ბრალი თვალთმაქცური გარიგების დადების მუხლით წარედგინათ. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად პარტიის წევრს შეუძლია საწევროს სახით პარტიის სასარგებლოდ შეიტანოს წელიწადში 1200 ლარი, ხოლო მოქალაქეს შეუძლია პარტიის სასარგებლოდწელიწადში განახორციელოს შემოწირულობა 60000 ლარის ოდენობით; ამავე კანონით იკრძალება სხვა პირის სახელით პარტიის საწევრო შენატანის ან შემოწირულების განხორციელება. როგორც ამბობოენ ეს წესი არ დაიცვეს ქართული ოცნების წევრებმა და მაგიტომაც აღმოჩნდნენ პატიმრობაში. ამასთან, ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კოალიციის წევრების დაკავებას პოლიტიკური დევნის გაგრძელება უწოდა. ზვიად ძიძიგურის თქმით კი, შსს-მ პარტიული ინსტრუქტაჟი დანაშაულად წამოაჩინა.

8
49
2-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
49
  
2012, 18 ივლისი, 13:47
da im dapatimrebulebs ıvanıshvili arixsnis netav?
2012, 18 ივლისი, 13:20
აბა არც მე ვაძლევ ხმას ნათელაშვილს
2012, 18 ივლისი, 13:17
აა :)) მე კიდე ვერ ვაძლევ :D პატარა ვარ და მაგიტო თორე ისე ივანიშვილს ალბათ ან სააკაშვილს :D:D
2012, 18 ივლისი, 13:15
იმიტომ რომ არ გადამიწყვეტია :)
2012, 18 ივლისი, 13:14
:)) რატო ვითომ?:D
2012, 18 ივლისი, 13:13
საიდუმლოა :))
2012, 18 ივლისი, 13:11
შენ ვის აძლევ ხმას? :))
0 1 8