კერძები ხორცისაგან ხინკალი კახურად 2012, 11 ნოემბერი, 11:30 თეთრი პურის ფქვილით, კვერცხითა და ცივი მარილწყლით მოვზილოთ ჩვეულებრივი მაგარი ცომი.მოვამზადოთ გულსართი შემდეგნაირად:მსუქანი ცხვრის ან ძროხის ხორცის რბილი ნაჭრები ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან ერთად.შევაზავოთ დაკეპილი ოხრახუშით, შავი პილპილით, მარილით.დავზილოთ და გავაზავოთ წყლით.როდესაც გულსართი მზად იქნება, ცომი გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ თანაბარი ზომის რგოლები, შუა ადგილზე დავაწყოთ თითო კოვზი გულსართი, მოუკრათ პირი ისე როგორც ზევით არის აღწერილი და ჩავუშვათ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში.დუღილის დროს ქვაბი ვატრიალოთ, რომ ძირზე არ მიიკრას.როცა მზად იქნება ხინკალი ამოვალაგოთ ქაფქირით და სუფრაზე მივიტანოთ დანაყილ პილპილთან ერთად. 683 7-ს მოსწონს
|