ცომი:
ფქვილი - 125 გრ.
წყალი - 1 ჭ.
ნაღების კარაქი ან მარგარინი - 100 გრ.
კვერცხი - 4 ც.
მარილი - მწიკვი
კრემი:
1ლ. - რძე
200 გრ - კარაქი
3 ც. - კვერცხი
1, 5 ჭ. - შაქარი
7 ს.კ. - ფქვილი
2 ს.კ. - კარტოფილის ფქვილი
ვანილი
მომზადების წესი:
წამოვადუღოთ წყალი, კარაქი(მარგარინი), მარილი. ადუღებული მასა გადმოვდგათ ცეცხილდან, მთელი ფქვილი ჩავყაროთ და გულმოდგინოდ მოვურიოთ. ისევ დავდგათ ცეცხლაზე და გავაჩეროთ 1-2 წთ-ი, მუდამ ვურიოთ, რომ არ მიიკრას ძირზე. ცეცხლიდან გადმოვდგათ და ვაცალოთ გაგრილება. შევურიოთ თითო-თითო კვერცხი, თითოეული კვერცხის დამათების შემდეგ გულმოდგინედ შევურიოთ.
სუფთა ჟარუნაზე, ცხიმ წაუსმელ ჟარუნაზე დავდოთ პატარა ზომის ცომები. ჟარუნა
მოვათავსოთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში (230-280℃) 10 წთ-ით, დავუწიოთ ტემპერატურა 190 ℃-მდე.
გამოვიღოთ გამზადებული შუები, გავუკეთოთ პატარა ნახვრეტი, შევავსოთ კრემით.
კრემი:
გავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი ერთად, დავამატოთ ფქვილი და კარტოფილის ფქვილი. მიღებული მასა ჩავასხათ ადუღებულ რძეში და ვურიოთ მანამ არ გაიხსნება. შესქელებული მასა გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ. გაგრილებულ მასში დავამატოთ კარაქი და ვანილი, კარგად გავთქვიფოთ.